საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განმარტებით, 2016 წელს სამინისტრო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს აუცილებელი საგანმანათლებლო ტექნოლოგიური საშუალებებით უზრუნველყოფს.

მისი თქმით, იგეგმება აუდიო სახელმძღვანელოების მომზადება, რომელიც მხედველობის დარღვევის მქონე სტუდენტებს გადაეცემათ.

“ეს არის ინკლუზიური განათლება პროფესიული განათლების დონეზე და რაც მთავარია, დასაქმების კომპონენტებით, რაც ნამდვილად განუყოფელი ნაწილია. 2006 წელს საქართველო მიუერთდა კონვენციას, რომლის ფარგლებშიც ავიღეთ კონკრეტული ვალდებულებები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების მიმართ, რომ მათ ექნებოდათ წვდომა ხარისხიან განათლებაზე, იქნებოდნენ სრულად ჩართულები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ განათლებული ახალგაზრდების დასაქმებას შევუწყოთ ხელი. ამ კუთხით ჩვენ ვმუშაობთ ნორვეგიის განათლების და კვლევის სამინისტროსთან, გვაქვს მათგან ტექნიკური და ფინანსური დახმარება. რაც მთავარია, გვაქვს კონკრეტული შედეგები. სისტემის მოდერნიზაცია მოხდა იმისათვის, რომ ეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტები მივიღოთ და მოვემსახუროთ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ასევე, შემუშავდა მექანიზმები, რომლის ფარგლებშიც ხდება მათი დასაქმება. თემა ძალიან მნიშვნელოვანია და სჭირდება სისტემატური მუშაობა”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

2016 წელს ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში დაგეგმილია: განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც პროფესიული სწავლების შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსით უზრუნველყოფას, მასწავლებელთა კომპეტენციის გაძლიერებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ერთ-ერთი პრიორიტეტია მეწარმეობის საკითხების აქტუალიზება, რისთვისაც იგეგმება სკოლის საფეხურზე მეწარმეობის სწავლების ეფექტური წარმართვისთვის გზამკვლევის მომზადება.

ასევე, წინა პროფესიული უნარების განვითარების სერვისის დანერგვის ხელშეწყობა სამინისტროს მიერ მნიშვნელოვან კომპონენტად განისაზღვრა, რაც სსსმ პირებისთვის წინა პროფესიული უნარების განვითარებას გულისხმობს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გზით, შესაძლებელია შშმ და სსსმ პირთა დასაქმების უზრუნველყოფა.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s