საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგი თოფაძემ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა, დღეს კი ამის შესახებ დამატებითი კომენტარი გააკეთა.

“თოფაძემ ბოდიში განა პრეზიდენტს მოუხადა, მოუხადა ხალხს, ოჯახის წევრებს, ავადმყოფებს, ვისაც შეეხო. დაუნი უფრო მსუბუქი დაავადებაა, ვიდრე დებილობა. არა, უფრო სწორად, ეს უფრო მსუბუქია, ვიდრე სინდრომი. მე ვთქვი დებილი, უნდა მეთქვა დაუნი. 

მოვიწვევ რამდნიმე ძალიან ცნობილ ექიმს და ექსპერტს, ისინი უფრო კარგად იტყვიან ამას,”- თქვა გოგი თოფაძემ.

შეგახსენებთ, 3 თებერვალს, პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა გოგი თოფაძემ დაიკავა და მარგველაშვილს უთხრა, რომ მან თავისი განცხადებებით “ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა“.

დეპუტატის ამ განცხადებას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა. ისინი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და თოფაძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. დეპუტატმა ამის საპასუხოდ თქვა: “არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია და თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, რა თქმა უნდა, ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი”.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s