ციხისძირში ხეების გადარგვას “პარტიზანი მებაღეები” აპროტესტებს და ამბობენ, რომ ხეების გადარგვის პროცესი კანონი დარღვევით მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სამშენებლო ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. როგორც ისინი აცხადებენ, სამშენებლო ტექნიკამ ჯერჯერობით ერთი ხის დაზიანება მოასწრო და სულ 30-მდე ხის დაზიანებას აპირებენ.

გამოცემა “17 მაისს” “პარტიზანი მებაღეების” წარმომადგენელმა, ნატა ფერაძემ განუცხადა, რომ კომპანიას, რომელიც ციხისძირში ხეების გადატანის სამუშაოებს ახორციელებს, კანონიერი საბუთები არ გააჩნია. ფერაძე აცხადებს, რომ მათ რამდენჯერმე დარეკეს 112-ზე საპატრულო პოლიციის გამოსაძახებლად, თუმცა, მათ რეაგირება არ მოუხდენიათ და ადგილზე არ მისულან.

“იმ კომპანიამ, რომელიც ციხისძირში მუშაობს უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საბუთები. თუმცა, მათ საბუთები არ წარუდგენიათ და აუცილებელია, მოვიდეს პატრული და საბუთები გამოითხოვოს. ვიძახებთ პატრულს, ვრეკავთ 112-ზე, თუმცა პატრული პრინციპულად არ მოდის. უკვე დავრეკეთ გენერალურ ინსპექციაში და მოვითხოვეთ, მოვიდეს საპატრულო ეკიპაჟი”, – აცხადებს ნატა ფერაძე.

ამ დროისთვის ციხისძირში ხეების გადარგვის პროცესი შეჩერებულია. “პარტიზანი მებაღეების” წარმომადგენლებს პარალიზებული აქვთ სამშენებლო ტექნიკა და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

“ჩვენ გავაჩერეთ მუშაობა. ნაწილი ვსხედვართ და არ ვაძლევთ მანქანის გადატვირთვის საშუალებას. ცოტა ხანში კი შეიძლება გაუგებრობა მოხდეს და პატრულიც არ არი”, – ამბობს ფერაძე.

გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ ციხისძირიდან ხეების გადარგვა ბიძინა ივანიშვილის ახირებაა.

“ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ახირება. ეს ხეები მოსწონს და ამ ხეების გადატანა უნდა. ამ ხეებს ფესვები აქვს ძალიან უხეშად დაზიანებული, დაწყებული აქვთ ვეგეტაციის პროცესი”, – თქვა ფერაძემ “17”-თან საუბარში.

აქტივისტი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ჩავიდნენ ციხისძირში და გააპროტესტონ ხეების გადატანა. “პარტიზანი მებაღეები” აპირებენ, რომ ციხისძირში ხვალამდე დარჩნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება აჭარის მთავრობამ 31 დეკემბერს კერძო კომპანია შპს “ზიმოს” გადასცა. ერთ ტიტას და ორ ჭაობის კიპარისის ხეში “ზიმომ” 6200 ლარი გადაიხადა.

ხეები ურეკში უნდა გადაიტანონ.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s