ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი გიორგი ტატიშვილის საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას იზიარებს.

EMC მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როცა ლგბტ პირები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან ინტერსექციური, სტრუქტურული ჩაგვრისა და უფლებათა დარღვევის პრაქტიკას, ქორწინების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა თემის რეალური საჭირობებისა და პრობლემების გადაფარვას ემსახურება.

შეგახსენებთ, მოქალაქე გიორგი ტატიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი სამოქალაქო კოდექსის ის მუხლი, რომელშიც განმარტებულია, რომ “ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია”.

ლგბტ საკითხებზე მომუშავე 4 არასამათვრობო ორგანიზაცია ტატიშვილს გაემიჯნა, რადგან, მათი თქმით, ინიციატივა პროვოკაციულია და მიმართულია არა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის, არამედ მათი დაზარალებისკენ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტში ქორწინების თემატიკის გააქტიურება ხელს უწყობს ლგბტ თემის მტრის ხატად წარმოჩენას და მიმართულია მათი უკიდურესი მარგინალიზაციისა და გარიყვისკენ.

“ერთი და იგივე სქესის მქონე ადამიანებს შორის ქორწინების აღიარების საკითხთან მიმართებით მსოფლიოს ქვეყნებში წინააღმდეგობრივი პრაქტიკა არსებობს, ერთიანი კონსენსუსი არ არის მიღწეული ევროპულ ქვეყნებს შორისაც, შესაბამისად, ქორწინების უფლების გავრცელება ერთი და იგივე სქესის მქონე ადამიანებთან მიმართებით სახელმწიფოს შიდა პრეროგატივას წარმოადგენს და კონკრეტული საზოგადოების მზაობასა და ლგბტ პირებთან მიმართებით სოციალური დამოკიდებულებების ცვლილებას უკავშირდება. შესაბამისად, EMC შეფასებით, აღნიშნულ პროცესი ლგბტ თემის მიერ საკუთარი ავთენტური დღის წესრიგების შექმნისა და ემანსიპატორული პროცესების კვალდაკვალ უნდა განხორციელდეს და ის სახელმწიფოსა და აქტივისტების მხრიდან პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ დონეებზე სისტემურ და ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს.

აღნიშნული მსჯელობის პარალელურად, ხაზი უნდა გაესვას ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების წინაშე უკვე არსებული ვალდებულებების ფარგლებს, რომელიც ერთი და იგივე სქესის მქონე ადამიანების თანაცხოვრების აღიარებისა და სამართლებრივი მოწესრიგების მიმართ არსებობს. ამ მიმართებით უნდა აღინიშნოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკვე კარგად ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ერთი და იგივე სქესის წყვილების პარტნიორული ცხოვრების სამართლებრივ არ აღიარებას ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევად განიხილავს. საქმეზე Schalk and Kopf v. Austria ევროპული სასამართლო ცალსახად უთითებს, რომ “ერთი და იგივე სქესის წყვილებს ისევე შეუძლიათ სტაბილურ ურთიერთობაში შევიდნენ, როგორც საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს. შესაბამისად, ისინი არიან არსებითად მსგავს სიტუაციაში საწინააღმდეგო სქესის მქონე წყვილებთან მიმართებით, რაც გულისხმობს მათ საჭიროებას მათი ურთიერთობები სამართლებრივად იქნას აღიარებული და დაცული“. აღნიშნული შეფასების კიდევ ერთ დემონსტრაციას წარმოადგენს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Vallianatos and Others v. Greece საქმეზე, სადაც სასამართლო ერთმნიშვნელოვნად კრიტიკულია სახელმწიფოებში ლგბტი პირებისათვის „რეგისტრირებული პარტნიორობის“ არარსებობის ხარვეზის მიმართ. არსებითად საინტერესოა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი უახლესი გადაწყვეტილება საქმეზე Oliari and others v. Italy, სადაც სახელმწიფოში ერთი სქესის ადამიანების ურთიერთობების სამართლებრივად აღმჭურველი მექანიზმის არარსებობის გამო კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დადგინდა. შესაბამისად, ქორწინების აღიარების საკითხის მიღმა, საქართველოს ხელისუფლებას ერთი და იგივე სქესის წყვილებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების (მათ შორის, მემკვიდრეობითი, ქონებრივი, სხვა პირადი და არა ქონებრივი ურთიერთობები) მოწესრიგებისა და მათ მიმართ თანაბარი სამართლებრივი რეჟიმის გამოყენების ვალდებულება ეკისრება”, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s