დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ფლორიდაში არსებულ დასაქმების აქტს, რომელიც კრძალავს ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციას სამუშაო გარემოში და საერთო საცხოვრებლებში.

დასაქმების აქტი ლგბტ პირებისთვის კონკურენტული სამუშაო გარემოს შექმნასაც ისახავს მიზნად.

“ფლორიდაში მცხოვრები ლგბტ ადამიანები იმსახურებენ, რომ დაცულები იყვნენ დისკრიმინაციისგან. აღნიშნული აქტი ლგბტ საკითხების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მოხარული ვარ, რომ ბიზნეს კომპანიები ცდილობენ, თავიანთი სიტყვა საქმედ აქციონ. ეს აქტი დადებითი შედეგების მომტანი იქნება როგორც ფლორიდელებისთვის, ისე მთლიანად შტატის ეკონომიკისთვის. როგორც პრეზიდენტი, მე ვიბრძოლებ ლგბტ ადამიანების ფედერალური თანასწორობისთვის და უზრუნველვყოფ, რომ აღნიშნული კანონი აშშ-ს მასშტაბით ამოქმედდეს”, – აღნიშნა კლინტონმა.

მსხვილი ბიზნეს კომპანიები, როგორებიცაა AT&T, DARDEN, Marriott, Office Depot და Wells Fargo მხარს უჭერენ აღნიშნულ ანტიდისკრიმინაციულ ზომას.

წყარო: www.miamiherald.com

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s