თბილისის სააპელაციო სასამართლოში საბი ბერიანის საქმის განხილვა გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ერთ-ერთი მოსამართლის, მარინა ხოლოაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

პროცესი 16 მარტს, 15 საათზე ჩაინიშნა.

საქმეს სამი მოსამართლე გიორგი ჩემია, მზია ლომთათიძე და მარინა ხოლოაშვილი განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საბი ბერიანის საქმის განხილვა გაგრძელდა. სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს და მკვლელობის გარემოებების საკუთარი ვერსიები წარმოადგინეს.

საბი ბერიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 7 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი დარახველიძემ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი მკვლელობის ნაწილში გაამართლა.

ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 10 ნოემბერს პეკინის 14 ნომერში მოკლეს.

მისი ცხედარი მაშველებმა მას შემდეგ იპოვეს, რაც მის ბინაში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. საბის დანით 9 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

საბის დედის თქმით, მისი შვილი ჯერ მოკლეს და ხანძარი ამის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს.

ლევან კოჭლაშვილი, ვინც შემდგომში საბის მკვლელობისთვის დააკავეს, თავს კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს, ბიანკა შიგუროვას დაესხა და  სცემა.

კოჭლაშვილს ბრალი საბი ბერიანის განზრახ მკვლელობის, ბიანკა შიგუროვას ცემისა და ნივთების დაზიანებისთვის წარუდგინეს.

თუმცა, სასამართლომ ის დამნაშავედ მხოლოდ შიგუროვას ცემისა და ნივთების დაზიანებისთვის ცნო, საბი ბერიანის მკვლელობის ნაწილში კი გაამართლა. მთლიანობაში კოჭლაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიანკა შიგუროვა, რომელსაც კოჭლაშვილმა სცემა 2016 წლის 4 თებერვალს მეტრომშენის დასახლებაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, ის ცხედრის აღმოჩენამდე რამდენიმე დღით ადრე დაიღუპა.

ბიანკა შიგუროვას გარდაცვალების მიზეზად ამ ეტაპზე გაზის გაჟონვა სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s