“პარტიზანი მებაღეების” დაკავებული წევრები მთელი ღამის განმავლობაში ქობულეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდნენ”, – ამის შესახებ გამოცემა “17”-ს ნატა ფერაძემ უთხრა.

გუშინ, ციხისძირში “პარტიზანი მებაღეების” სამი წევრი სამართალდამცავებმა, ადმინისტრაციული წესის დარღვევის გამო, დააკავეს. ისინი ხეების გადარგვას აპროტესტებდნენ და სამშენებლო ტექნიკას  მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.

“პარტიზანი მებაღეების” ერთ-ერთი წევრის, ნატა ფერაძის თქმით, დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

“ჩვენი წევრების დაკავების მიზეზი პოლიციის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა იყო. ისინი ქობულეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სამივე დაკავებული გოგოა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდნენ”, – განაცხადა ფერაძემ.

ფერაძე ამბობს, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა. გარდა ამისა, მისი თქმით, სახალხო დამცველიც იყო მისული და დაკავებულები მოინახულა.

“როგორც ვიცი, პოლიციის მხრიდან ძალიან ბევრი კანონდარღვევა დაფიქსირდა”, – ამბობს ფერაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამი ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ციხისძირში უკვე რამდენიმე დღეა, ხეების გადარგვას აპროტესტებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება აჭარის მთავრობამ 31 დეკემბერს კერძო კომპანია შპს “ზიმოს” გადასცა. ერთ ტიტას და ორ ჭაობის კიპარისის ხეში “ზიმომ” 6200 ლარი გადაიხადა. ხეები ურეკში უნდა გადაიტანონ.

ფოტო: ნატა ფერაძე

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s