150 წლის წინ, სანამ ამერიკა პირველ აფროამერიკელ პრეზიდენტს აირჩევდა, სავარაუდოდ, აშშ-ს პირველი გეი პრეზიდენტი ჰყავდა – ჯეიმს ბიუკენენი.

დემოკრატი ჯეიმს ბიუკენენი აშშ-ის მე-15 პრეზიდენტი იყო. ის ქყევანას სათავეში 1857-1861 წლებში ედგა. ისტორიკოსმა ჯეიმს ლოუვინმა ბიუკენენის პირადი ცხოვრება გამოიკვლია და დაადასტურა, რომ პრეზიდენტი გეი იყო. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბიუკენენს ცოლი არასდროს ჰყოლია.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჯეიმს ბიუკენენი გეი იყო, რადგან ამ ფაქტის დამადასტურებელი ნათელი მტკიცებულებები არსებობს”, – აღნიშნავს ისტორიკოსი.

ლოუვინის კვლევის თანახმად, პრეზიდენტს დემოკრატ სენატორთან, უილიამ რუფუს კინგთან რამდენიმეწლიანი ურთიერთობა ჰქონდა. არსებული ჩანაწერები იმაზე მიუთითებს, რომ ისინი სიამის ტყუპებივით მუდამ ერთად იყვნენ. ლოუვინმა ასევე განაცხადა, რომ ბიუკენენი კინგთან ახლო ურთიერთობას არ მალავდა, რის გამოც გარშემო მყოფი ადამიანები მათ წყვილად აღიქვამდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი დემოკრატი, აარონ ბრაუნი მისის ჯეიმს ქეი პოლკისთვის მიწერილ წერილში კინგს მოიხსენიებს, როგორც ბიუკენენის “მეორე ნახევარს”, “მის ცოლს” .

წყარო: www.lgbtqnation.com

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s