“ეს პეტიცია რომ წავიკითხე, შევშფოთდი, როგორც მშობელი, როგორც დედა, და უფრო მეტიც, მზად ვიყავი, მეც მომეწერა ხელი, მაგრამ რა თქმა უნდა, მოვიძიე და გავეცანი მოვიძიე საფუძვლები, რას ეფუძნებოდა იქ მოყვანილი განცხადებები, ციტატები”, – ასე განათლების მინისტრი პეტიციას გამოეხმაურა, რომელიც საგან “მე და საზოგადოებას” ეხება და რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.

პეტიციით ხელმომწერები ამბობენ, რომ „განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენ შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს, ახალი სავალდებულო საგნების „მე და საზოგადოება“ და „ჩემი საქართველოა“ მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთის მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა”.

თამარ სანიკიძემ გადაცემა “2030-ში” სტუმრობისას ასევე თქვა, რომ საგნის სტანდარტი თითქმის მომზადებულია, ამ ეტაპზე განათლების სამინისტრო საპატრიარქოსთან საბოლოო კონსულტაციებს გადის.

“საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ საპატრიარქოსთან სწორედ იმ საკითხების გამო, რომელიც ეხება რელიგიის და ოჯახის თემას. რელიგიის თემა არის ის საკითხი, რომელზეც მსჯელობა გრძელდება და ბოლომდე ვერ გადავწყვიტეთ, იქნება თუ არა მისაღები ის, რასაც გვთავაზობს საპატრიარქო.

თუ საპატრიარქო სიტყვა-სიტყვით გადის ამ სტანდარტს, ხვეწს, მუშაობს, რატომ ვერ აღმოაჩინა ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაპატიოს მართლაც საზოგადოებამ, მამათმავლობა, უსაფრთხო სექსი, იდენტობა და ა.შ?

უფრო მეტიც, როცა აკეთებენ განაცხადებს, რომ პირველად ვერსიაში იყო ისეთი საკითხები, რომლებიც ეჭვს ბადებდა, ყველა სამუშაო ვერსია მაქვს და არც ერთ მათგანში მსგავსი არაფერი წერია”, – თქვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

საგნის “მე და საზოგადოება” სწავლება, განათლების სამინისტროს გეგმით, 2016-2017 სასწავლო წლიდან უნდა დაიწყოს. პირველ ეტაპზე მას მე-3 და მე-4 კლასელი ბავშვები ისწავლიან, შემდეგ კი სწავლება მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასშიც გაგრძელდება.

უწყების ცნობით, საგანი ბავშვებს საზოგადოებრივი საგნებისთვის საფუძველს მოუმზადებს, რადგან აღმოჩნდა, რომ მე-5 კლასის მოსწავლეებს ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების სწავლა უჭირთ.

“მე და საზოგადოება” “სამოქალაქო განათლების” ერთგვარი შესავალია. “სამოქალაქო აღზრდის” სახელმძღვანელოებში პიროვნების არსზე, ღირებულებებზე, სახელმწიფოს მოწყობაზე, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზეა საუბარი. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გაიგონ, რას ნიშნავს ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია.

საგანთან დაკავშირებით საპატრიარქომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა.

ერთ მათგანში აღნიშნულია, რომ საპატრიარქოსთვის ცნობილი გახდა პედაგოგთა გადამზადების სახელმძღვანელოების შესახებ და სწორედ აქედან ჩანს, ეს საგანი ოჯახისა და ოჯახურ ღირებულებებს, ასევე ქრისტიანულ და ზოგად ადამიანურ პრინციპებს” ეწინააღმდეგება.

სხვა განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მათი რეკომენდაციით განათლების სამინისტრომ სტანდარტიდან გამორიცხა ისეთი ტერმინები, როგორიც არის “გენდერული იდენტობა”, “ლიბერალიზმი” და “დემოკრატიული ღირებულებები”, ასევე ის, რომ მართლმადიდებლობა არ განიხილება, როგორც დომინანტი რელიგია.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s