თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს, 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი Black Sea Group თანამშრომელი იყო.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს სარემონტო სამუშაოების დროს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა.

თბილისის სოლიდარობის ქსელის წევრმა, შოთა აზიკურმა “17 მაისს” უთხრა, რომ საქართველოში მუშების უფლებები დარღვეულია.

მისი თქმით, სოლიდარობის ქსელი კამპანიის დაწყებას აპირებს, რომელიც მუშების უსაფრთხოების და უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

“დღეს, ფაქტობრივად ვერ ასრულებს შრომის ინსპექცია თავის მოვალეობას. ვაპირებთ, კამპანიის დაწყებას ქმედუნარიანი შრომის ინსპექციის მოთხოვნით, რომელიც შეამოწმებს როგორც შრომის უსაფრთხოებას, ასევე შრომით უფლებებს, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა”, – განაცხადა აზიკურმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s