საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინისტრო პეტიციას, რომელიც პარლამენტში შევიდა და საგანს “მე და საზოგადოება” ეხება, პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ არასწორი ინფორმაციის საზოგადოებისათვის თავს მოხვევისა და  სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

განცხადებით, რომელიც დღეს გავრცელდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებულ საზოგადოებას სთხოვს, დაკვირვებით გაეცნოს საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების სტანდარტს და “აღმოაჩინოს,  რომელ გვერდზე, სად წერია სტატიაში მითითებული ციტატები: „მამათმავლობისა და სქესთა აღრევის შესახებ“; „ამოარჩიეთ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ თავიანთ სექსუალობაზე, ჰეტეროსექსუალიზმის, ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალიზმისა და ტრანსსექსუალი ქალებისა და მამაკაცების ჩათვლით” და სხვა;

განათლების სამინისტრო სვამს კითხვას – რა მიზანს ემსახურება ამ თემების ამგვარ კონტექსტში ინტერპრეტაცია და თავადვე პასუხობს:

“სავარაუდოდ, ასეთი არაკეთილსინდისიერი საქციელი მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად შეიძლება იყოს გამიზნული და, ამავე დროს,  საზოგადოებაში ევროკავშირთან მიმართებით ნეგატიური განწყობის შექმნასა და ინტეგრაციის პროცესის ხელის შეშლას ემსახურებოდეს”.

“დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, დრო და რესურსი იხარჯება „საზოგადოების გადარჩენის“ ცრუ პათოსით და მიზანმიმართული მანიპულაციებით   საზოგადოების მოტყუებასა და არარსებულ პრობლემებზე მსჯელობაზე.

ამასთანავე, სამწუხაროა, რომ ცნობილი და პატივსაცემი ადამიანები შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი და ამ „პასკვილის“ ხელმომწერებად მოგვევლინენ.

ჩვენ გვჯერა საზოგადოების კეთილგონიერების, რომელიც არ დაუშვებს მე-3 და მე-4 კლასელი ბავშვების აღზრდა-განათლების საკითხებით  სპეკულირებას. ასევე ვიმედოვნებთ, რომ სიცრუის გამავრცელებელნი ვერ შეძლებენ  საზოგადოების ემოციების ხარჯზე „ერისკაცობის“ დამტკიცებასა და პოლიტიკური ქულების დაგროვებას”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, პეტიცია პარლამენტში გუშინ შევიდა. მასში ნათქვამია, რომ “განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენ შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს, ახალი სავალდებულო საგნების „მე და საზოგადოება“ და „ჩემი საქართველოა“ მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთის მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა”.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s