VINA არის აპლიკაცია, რომლითაც ქალებს ერთმანეთის  გაცნობა შეუძლიათ.

ის ოლივია ჯუნ პულმა და ჯენ აფრაჰამიანმა შექმნეს.

პული და აფრაჰამიანი თანამედროვე ტექნოლოგიის სფეროში მუშაობენ, სადაც დომინანტები კაცები არიან. ისინი გაცნობისთანავე დამეგობრდნენ და როცა პულს აპლიკაციის შექმნის იდეა გაუჩნდა, აფრაჰამიანი მასთან ერთად მუშაობაზე მაშინვე დათანხმდა.

“ჩვენ შევქმენით VINA, რათა ქალებმა ერთმანეთს მხარი დაუჭირონ, გახდნენ უფრო ძლიერები, შთაგონებულები, თავისუფლები და ბედნიერები. ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ”, – ამბობენ ისინი.

როგორ მუშაობს VINA:

თავდაპირველად, დარეგისტრირებისას მომხმარებლები თავიანთი ცხოვრების სტილისა და ინტერესების შესახებ რამდენიმე კითხვაზე უპასუხებენ, შემდეგ კი მისი უშუალოდ გამოყენება შეეძლებათ – სხვა დარეგისტრირებული ქალების “შერჩევა” და მათი მოწონება ან არმოწონება.

მაშინ, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს დაუკავშირდება, გამოჩნდება Ditto!, რომელიც “მორგებას” მოგილოცავთ და ახალი მეგობრისთვის მესიჯის მიწერას შემოგთავაზებთ.

პულმა და აფრაჰამიანმა ზუსტად იციან, თუ რისი მიღწევა სურთ აპლიკაციის საშუალებით.

“ქალების მეგობრობა აუცილებელია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი იპოვიან საუკეთესო მეგობრებს, პარტნიორებს, რათა ერთად იმოგზაურონ, ასევე პაემნებზე იარონ და ა.შ.

გვჯერა, რომ ქალები აპლიკაციას მთელს მსოფლიოში გამოიყენებენ, რათა იპოვონ თავისუფლება და თავდაჯერება, რაც მაშინ მოდის, როცა ძლიერი თემი, ძლიერი მეგობრები მხარს გიჭერენ”, – ამბობს პული.  

vina1

ჯენ აფრაჰამიანი და ოლივია ჯუნ პული

 

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s