გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა არა მხოლოდ სამართლიანობის დამყარებასთან, არამედ უკვე კარგ ბიზნეს შედეგებთანაც ასოცირდება.

ახალი კვლევის მიხედვით, დასტურდება, რომ ის კომპანიები, რომელთაც ქალი ლიდერი ჰყავთ, უფრო წარმატებულია. ამ მოსაზრებას პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტისა და დიდი ოთხეულის აუდიტის კომპანიის, EY-ის ახალი კვლევა ადასტურებს.

კვლევაში ჩართული იყო 91 ქვეყნის 21,980 საერთაშორისო სავაჭრო კომპანია. შედეგების მიხედვით, კომპანიას, რომელსაც თანამშრომლების სულ მცირე 30%-იანი ქალების წარმომადგენლობა ჰყავს წამყვან პოზიციებზე, 6%-ით მეტ მოგებაზე გადის.

“გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალების დიდი წარმომადგენლობა კომპანიის წარმატებულობაზე დიდ გავლენას ახდენს. რა კუთხითაც არ უნდა გავაანალიზოთ კვლევის მიღებული შედეგები, იგი ყველა შემთხვევაში ადასტურებს, რომ ქალებს პოზიტიური როლი აქვთ”, – აღნიშნავს პეტერსონის უნივერსიტეტის დირექტორი, მარკუს ნოლანდი.

კვლევაში განხილულია კომპანიაში ქალის სამი პოზიცია: აღმასრულებელი დირექტორები, ბორდის წევრები და გადაწყვეტილების მიმღები ორგანო.

აღმოჩნდა, რომ ქალი აღმასრულებელი დირექტორები კაც დირექტორებთან შედარებით სისტემატურად უკეთესად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს.

ბორდის წევრების კატეგორიაში მნიშვნელოვნად განსხვავებული შედეგები არ არის. თუმცა, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალების შედეგიანი მუშაობა და წარმატებულობა ნათლად გამოიკვეთა.

ბერკლის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა, ლორა დი ანდრეა ტაისონმა 2016 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ გენდერული თანასწორობაზე დებატები მხოლოდ სამართლიანობის კუთხით არასწორია, რადგან ქალები ასოცირდებიან ინოვაციებთან და გადაწყვეტილების სწორად მიღებასთან.

“სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტი ბიზნესში ჯერჯერობით, ვერ გავატარეთ”, – განაცხადა ლორა ტაისონმა.

კვლევის შედეგების მიხედვით:

1) კომპანიების 60%-ს ბორდის წევრებში ქალები არ ჰყავთ (13,017 კომპანია);

2) კომპანიების 50%-ს წამყვან პოზიციებზე ქალები არ ჰყავთ (11,802 კომპანია);

3) კომპანიების მხოლოდ 4,5%-ს ჰყავდა ქალი აღმასრულებელი დირექტორი;

4) კომპანიების 3,8%-ს ჰყავს ქალები ბორდის წევრებში.

წყარო: www.qz.com

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s