რომის პაპმა  და მოსკოვის პატრიარქმა ერთობლივი განცხადება მოამზადეს და ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება დაგმეს.

პაპი ფრანცისკე და პატრიარქი კირილი ერთმანეთს კუბაში შეხვდნენ.

განცხადება 30 პუნქტიანია.

განცხადების მთავარი მესიჯი კათოლიკე და მართლმადიდებელი ეკლესიის შერიგებაა.

განცხადებით დაგმობილია ომი და ქრისტიანების დევნა შუა აზიაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პაპი ფრანცისკე და პატრიარქი კირილი შეშფოთებულები არიან იმით, რომ ქრისტიანებს რელიგიური შეზღუდვების გამო უპირისპირდებიან.

შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტი სეკულარულ საზოგადოებას ეხება და ნათქვამია, რომ ქრისტიანები კანონგარეშე დისკრიმინაციას უმეტესად სეკულარული საზოგადოების მხრიდან აწყდებიან.

რომის პაპი და მოსკოვის პატრიარქი მოუწოდებენ ევროპას, დარჩნენ ქრისტიანული ფესვების ერთგულები, ასევე მეტად გამოხატონ თავიანთი რწმენა.

ერთ-ერთი საკითხი კი, რაზეც მათ ყურადღება გაამახვილეს, ოჯახი იყო.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოჯახი არის “ადამიანის ცხოვრებისა და საზოგადოების ბუნებრივი ცენტრი”, თუმცა შეწუხებულნი არიან “ოჯახების კრიზისით, რომელიც ბევრ ქვეყანაშია”.

“ოჯახი დაფუძნებულია ქორწინებაზე, აქტზე, რომელიც ქალისა და კაცის სიყვარულიდან და ერთგულებიდან გამომდინარეობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

პაპი და პატრიარქი შეწუხებულნი არიან იმის გამოც, რომ “ბიბლიური ტრადიცია, რომ მშობლობა და დედობა, რომელიც გამომდინარეობს ქალისა და კაცის ქორწინებიდან, საზოგადოების ცნობიერებიდან განდევნილია. ჩვენ ვწუხვართ, რომ თანაცხოვრების სხვა ფორმებიც ქორწინების დონემდეა აყვანილი”.

რუსული მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის ანტი გეი კანონის მთავარი მხარდამჭერია, პატრიარქმა კირილმა კი რამდენჯერმე თქვა, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა. 2013 წელს მან დასავლეთში ქორწინების თანასწორობა დაგმო და მას აპოკალიფსის სიმპტომი უწოდა.

პაპი ფრანცისკემ კი გასულ თვეში, იტალიის სენატში სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ საკითხის განხილვის პარალელურად, ლგბტ ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის იდეა გააკრიტიკა.

მან თქვა: “არ შეიძლება არსებობდეს ეჭვი, რომ ღმერთს სურს ოჯახის რამე სხვა ტიპის არსებობა”.

CUBA-RELIGION-POPE-KIRILL-CASTRO

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s