14 თებერვალი წმინდა ვალენტინის, იგივე სიყვარულის დღეა. ვალენტინის დღე ოფიციალურად არც საეკლესიო და არც საერო დღესასწაულია, თუმცა მას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უამრავი ადამიანი საყვარელ ადამიანთან ერთად აღნიშნავს.

გთავაზობთ 6 ფილმს, რომელიც ლგბტ წყვილების სიყვარულის შესახებ არის გადაღებული.

Weekend

weekend

2011 წელს გადაღებული ბრიტანული დრამა, რეჟისორი ენდრიუ ჰაი.

სთრეით მეგობრებთან ერთად წვეულებაზე დათრობის შემდეგ რასელი გეი კლუბში მიდის, სადაც გლენს გაიცნობს. სექსი ერთი ღამით განსაკუთრებულ გრძნობად გადაქცევა.

Better than chocolate

better than chocolate

1999 წელი, რეჟისორი ენ ჰილერი

ორი ახალგაზრდა, მიმზიდველი ლესბოსელი გოგო, მეგი და კიმი ერთმანეთს ვანკუვერში ხვდებიან. მათ ერთმანეთი უყვარდებათ და ერთად ცხოვრებას იწყებენ. მეგის დედა ლილაც ვანკუვერში ცხოვრებას მოისურვებს. მალე ლილა ჯუდის უმეგობრდება, ტრანსგენდერ ქალს, რომელიც სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთებას გეგმავს. ვითარება მაშინ რთულდება, როცა ლილა თავისი შვილისა და მეგობრის შესახებ სიმართლეს გაიგებს.

Beginners

beginers

 2010 წელი, რეჟისორი მაილ მილსი

ახალგაზრდა კაცი მამამისის შესახებ ორ, მისთვის შოკისმომგვრელ ამბავს იგებს: მას სიმსივნე აქვს და ახალგაზრდა, მამრობითი სქესის საყვარელი ყავს.

I am so excited

im-so-excited-pedro-almodovar-javier-camara

2013 წელი, რეჟისორი პედრო ალმადოვარი

რეჟისორის შეფასებით, ეს არის ყველაზე გეი ფილმი, რაც ოდესმე გადაღებულა.

მაშინ, როცა თითქოს დასასრული ახლოს არის, თვითმფრინავის პილოტები, ეკიპაჟი და მგზავრები ცდილობენ, მოსალოდნელ ტანჯვაზე არ იფიქრონ და თვალი გაუსწორონ შიშს, რომელსაც ყველა ჩვენგანი ატარებს.

Brokeback mountain

Brokeback mountain

2005 წელი, რეჟისორი ენგ ლი.

ფილმს საფუძვლად უდევს ანი პოუქსის მოთხრობა ორი შეყვარებული კოვბოის, მათი აკრძალული და საიდუმლო სიყვარულის შესახებ.

Carol

carol

2015 წელი, რეჟისორი ტოდ ჰეინსი

მოქმედება 50-იანი წლებს ნიუ იორკში ვითარდება. ეს არის ფილმი ფოტოგრაფი ქალისა და მასზე უფროსი ქალის ურთიერთობის შესახებ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s