20 წლის ირაკლისა და 23 წლის გიორგის ორ წელზე მეტია, რაც ერთმანეთი უყვართ. გიორგი და ირაკლი გვიყვებიან, რომ მათ ერთმანეთი ქუჩაში შემთხვევით გაიცნეს. მათი ურთიერთობა კი მალევე შეიცვალა და სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა. ირაკლი ამბობს, რომ დედამისმა იცის შვილის სექსუალური ორიენტაციის შესახებ და იცის ისიც, რომ ირაკლი და გიორგი შეყვარებულები არიან.

“15წლის ასაკში მივხვდი ჩემს ორიენტაციას და მალევე, ძალიან ჩვეულებრივად ვუთხარი დედაჩემს. პირველი პარტნიორი რომ მყავდა, მაშინვე ჩვეულებრივად მოვუყევი, ისე როგორც მანამდე ვუყვებოდი  გოგოზე მომეწონა-მეთქი. იმავენაირად ვუთხარი, ვიღაც ბიჭი მომეწონა და ვაკოცე-მეთქი”, -ამბობს ირაკლი.

დედას რა  რეაქცია ჰქონდა?

თავიდან გაუკვირდა ცოტა. მერე თავდაპირველი რეაქცია იყო, რომ თითქოს დროებითი ინტერესის ამბავი იყო და როგორც მანამდე მომწონდა გოგოები, მერეც ისევე მომეწონებოდა. თავიდან გოგოებიც მომწონდა და  ბიჭებიც. 15 წლამდე ბიჭზე არც მიფიქრია და უცებ მივახალე დედას, ვიღაც ბიჭს ვაკოცე-მეთქი.  არ ესიამოვნა, მაგრამ რეაქცია დიდად არაფერი გამოუხატავს. გიორგის გარდა სხვა შეყვარებული არ მყოლია.

გააცანით დედას თქვენი შეყვარებული?

დედაჩემმა იცოდა, რომ ვიღაც ბიჭი მომწონდა. მაშინ ჯერ შეყვარებულები არ ვიყავით. ჩემს შეყვარებულს ჰქონდა ცოტა პრობლემები. ჩვენ შესახებ არ ჰქონდა ნათქვამი თავისი სამეგობრო წრის გარდა არავისთვის. მე კი არაფერი არ მქონდა დამალული. ამიტომ რცხვენოდა ჩემთან სახლში ამოსვლა. ბოლოს შევუთანხმდი დედაჩემს, რომ  მოეჩვენებინა თავი ისე, თითქოსდა არ ჰქონდა ჩვენზე ინფორმაცია.

გიორგის და დედაშენის პირველი შეხვედრა როგორი იყო?

ჩვეულებრივი. ძალიან კარგად გაუგეს ერთმანეთს. გიორგის  შემთხვევაში დედამისი ხვდება  ჩვენს ურთიერთობას. მე ნორმალური ურთიერთობა მაქვს დედამისთან. თავიდან,  როცა ძალიან დიდი ხნით მის ოთახში ჩავიკეტებოდით, უფრო მეტი პობლემა გვქონდა. გვეკითხებოდნენ, რატომ იკეტებით ოთახშიო. მერე კი მიხვდა, გააცნობიერა  და შეეგუა ამ ფაქტს.  ახლა მეტნაკლებად  პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ დამოკიდებულება აქვს ისეთი, რომ  იცის, მაგრამ არ უნდა თქვას, რომ იცის.   მე ვერასდროს ვერ შევძლებდი, რომ დედაჩემისთვის მეთქვა, რომ  გიორგი ძმაკაცია.

ურთიერთობა უფრო გიადვილდებათ, როცა დედაშენმა იცის ამ ურთიერთობის შესახებ?

მარტივია და ბევრად უკეთესია ურთიერთობა. დედაჩემს არ უკვირს, როცა მე ვზრუნავ გიორგიზე.

რამე კურიოზს თუ  გაიხსენებთ, რაც ერთად ყოფნისას გადაგხდათ?

გიორგის სახლში ვიყავით. მან ფანჯარასთან მაკოცა. ეს დაინახა მამამისმა და ცოტა ხანი თოფით დამსდევდა.

მომავალში რა გეგმები გაქვთ?

დანიშნულები ვართ,  ჩვეულებრივი ოქროს ბეჭდები გვიკეთია. ვაპირებთ ცალკე გადასვლას, თუმცა ახლა არა. გიორგის უნდა, რომ შვილები გვყავდეს, მაგრამ მე არ მინდა.

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომელთა მშობლებმაც არ იციან მათი შვილების სექსუალური ორიენტაციის შესახებ? 

მე ვარ ადამიანი, რომელსაც  ყოველთვის უყვარს ბოლომდე გამოხატვა, არ შემიძლია, რომ არ გამოვხატო, ამიტომ ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა არსებობა ისეთ გარემოში, სადაც  ქამინგ აუთს  ვერ გავაკეთებდი. მაგრამ მე, ქამინგ აუთი არ გამიკეთებია, ისევე, როგორც ჰეტეროები არ  აქამინგაუთებენ.  ჩემი მხრიდან იყო ძალიან ჩვეულებრივი გამოხატვა. მიუხედავად იმისა,  რომ ყველამ იცის ჩემი ორიენტაციის შესახებ, არასდროს მომსვლია ჩხუბი და არავის არასდროს დავუჩაგრივარ.

_MG_5663

გიორგი:

ჩემს მშობლებთან მაქვს მდუმარების დამოკიდებულება და  ყველაფერი იციან ჩემზე. მეც ვიცი, რომ მათაც იციან, მაგრამ არაფერს მეუბნებიან და არც ინტერესდებიან.

პირველად როცა ირაკლის დედას შეხვდი, როგორი რეაქცია  ჰქონდა მას?

ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, იცოდა, რომ შეყვარებული ვიყავით. მე კი მეგონა, რომ როგორც ირაკლის ძმაკაცს, ისე აღმიქვამდა.  ძალიან მალევე შეიცვალა სიტუაცია. მე და ირაკლის დედამ მალევე გავუგეთ ერთმანეთს იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლის დედა ლიბერალური შეხედულებების ადამიანია და მხარში დამიდგა.

როგორ გაიცანით ერთმანეთი?

მე და ირაკლი ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით და შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი ქუჩაში.  მერე გიორგიმ კინოში დამპატიჟა. “შიმშილის თამაშების” ნაცვლად შემთხვევით “სიშიშვლის თამაშები” მივწერე. კინოში რომ მივედით, მხარზე თავი დავადე, ვუთარგმნიდი ფილმს, ვინაიდან ირაკლიმ რუსული ენა არ იცის. ფილმის შემდეგ იპოდრომზე წავედით და იქ მაკოცა პირველად.

თქვენი ურთიერთობა როგორ აეწყო?

ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე კარგად დაიწყო. შემდეგ გვქონდა კონფლიქტები. ირაკლი ეჭვიანობდა ჩემს ყოფილ პარტნიორზე. თუმცა ურთიერთობა მალევე დალაგდა. შემდეგ ჩემს სახლში რემონტი კეთდებოდა და ირაკლისთან სამი თვის განმავლობაში ვცხოვრობდი. ირაკლის ბებიას ჰქონდა ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჩემ მიმართ, ჰომოფობი იყო. თუმცა ახლა ირაკლის ეუბნება, ეს ერთადერთი ადამიანია ვინც არ გაგწირავსო. ძალიან შეეცვალა დამოკიდებულება.

რამდენად  რთულია  წყვილად ყოფნა  ჰომოფობიურ გარემოში? 

ზოგადად ლგბტ  თემის ურთიერთობა საქართველოში ძალიან რთულია  და ლგბტ თემი ძალიან დიდ პრობლემებს ხვდება.  არის ინსტიტუტები, რომლებიც ერთმანეთს აერთიანებს – ქორწინება,  შვილის აყვანა და ადამიანები. მაინც გვაქვს შიში, ერთმანეთს ქუჩაში რომ ვაკოცოთ, ვიღაც რაღაცას გვიზამს. ქუჩაში ხელიხელ ჩაკიდებული დავდივართ, მაგრამ მაინც დისკომფორტია, რადგან ყველა ჩვენ გვიყურებს.

რა რჩევებს მისცემ ლგბტ ადამიანებს? 

ლგბტ ადამიანებისთვის მაქვს რჩევა, რომ მიიღონ საკუთარი თავები, არ შეშინდნენ. არსებობს სისტემები და ორგანიზაციები, რომლებიც მათ დაეხმარებიან. საზოგადოებასთან არის საჭირო ქამინგ აუთი. ჯერ საზოგადოებაში გააკეთონ ქამინგ აუთი და მერე  მშობლებთან. უნდა აუხსნან, რომ ჰომოსექსუალობა არ არის დაავადება და ასეთი ადამიანები ნორმალურები არიან. გირჩევთ, რომ ერთმანეთს არ უღალატოთ.

ავტორი: ვახო კვარაცხელია

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

_MG_5675

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s