მიუხედავად ადამიანების განსხვავებული სექსუალური ფანტაზიებისა და მოთხოვნილებებისა, სექსის თემა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და სენსიტიურია.
რამდენიმე კვლევა ადასტურებს, რომ პორნოს ყურება ადამიანის ფსიქოლოგიისთვის საზიანოა. შესაძლოა, აღნიშნული თეორია ყველას არ მოეწონოს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ იგი ყველამ გაითვალისწინოს.
კვლევის შედეგად დადასტურდა ასოციაციური კავშირი პორნოს ყურებასა და ტვინის ცენტრალური ნერვული სისტემის მთავარი კომპონენტების კვდომას შორის. პორნო სექსს თავიდან ბოლომდე ფიზიკურ აქტად წარმოსახავს, სინამდვილეში კი იგი ორი ადამიანის ემოციური, სულიერი და ენერგიული კავშირია. რასაც ვუყურებთ, იმის სურვილი გვიჩნდება და ვიმეორებთ. პორნო ჩვენს წარმოსახვას ახშობს და გვთავაზობს სურათს, თუ როგორი უნდა იყოს სექსუალური აქტი. კვლევა არ ამტკიცებს, რომ პორნოს ყურება ცალსახად ცუდია, თუმცა, გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული, სწორედ პორნო საიტებია.
ამერიკელი ჟურნალისტი, მკვლევარი და ბილ კლინტონის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი, ნაომი ვოლფი აღნიშნულ საკითხზე ამბობს:
“პორნოგრაფია ტვინის ძირითად იმპულსებზე მოქმედებს. ორგაზმი ადამიანის წარმოსახვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასტიმულირებელია. თუ კი ორგაზმი ცოლთან, კოცნასთან, სურნელთან, სხეულთან ასოცირდება, სწორედ ეს მიგიყვანს ორგაზმამდე. საყოველთაოდ გავრცელებული სექსუალური სურათები კი ეროსს არა თუ ათავისუფლებს, არამედ ასუსტებს მას. სხვა კულტურებს ეს ყველაფერი გათვალისწინებული აქვთ. იმის მომხრე არ ვარ, რომ დავბრუნდეთ ისეთ დროში, როცა მიიჩნეოდნენ, რომ ქალის სხეული დაფარული უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმ პერიოდში რაღაც სიწმინდითა და ხელშეუხებლობით სექსის ძალასა და მნიშვნელობას ინარჩუნებდნენ”, – აღნიშნა ნაომი ვოლფმა.
დღესდღეობით, სექსი ყველგანაა, განსაკუთრებით კი მედიაში. ტელევიზიაში მუდმივად ჩანან ნახევრად შიშველი, სექსუალური ფორმის ადამიანები თავიანთი პროვოკაციული ქმედებებით. ამის გამო, ჩვენ სექსუალობის კონკრეტული სახე გვეწოდება და აღარ მივმართავთ ჩვენს წარმოსახვებს.
“ამერიკაში მიჩნეულია, რომ მოზარდები წარმოადგენენ ერთგვარ ჰორმონების ბომბებს, ნიდერლანდებში კი მიიჩნევენ, რომ მოზარდებსაც აინტერესებთ და შეუძლიათ სიყვარული და რომანტიკული ურთიერთობები”, – აღნიშნავს ამერიკელი სოციოლოგი, ემი სკალეტი, რომელიც ნიდერლანდებში გაიზარდა.
რა არის ტანტრა? ეს არის ანტიკური წარმოდგენათა სისტემა სექსზე, რომელიც თავის თავში აერთიანებს მედიტაციურ და პრაქტიკულ რიტუალებს. იგი ძირითადად ორიენტირებულია ადამიანში ენერგიის აღმოჩენაზე და სექსს მხოლოდ სექსუალური და ფიზიკური სიამოვნების მიღების საშუალებად არ აღიქვამს. ფაქტობრივად, იგი პორნოს საპირისპიროს წარმოადგენს.
თელავივის უნივერსიტეტის გენდერის ფაკულტეტის სტუდენტი, რენ გავრიელი პროგრამაში “TEDx” საკუთარ პორნოების ყურების გამოცდილებაზე საუბრობს:
“პორნოგრაფია ქალის დამცირება და დეგრადაციაა. ეს სამარცხვინო საქმიანობაა. ქალები დაკნინებულები არიან ვულგარული სექსის გამო და უკვე აღარ აღიქვამენ, როგორც ადამიანს”, – აღნიშნა მან.
წყარო: www.collective-evolution.com