საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მეოთხე კვარტალური ანგარიში მოამზადა, რომელშიც 2015 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებია აღნიშნული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ხდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება ადამიანების არასათანადოდ მოპყრობაში და უკანონო დაკავებაში. სამინისტროს თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილების უფლება, მასიურად დარღვეულია საკუთრების უფლება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.

მეოთხე ყოველკვარტალური ანგარიში ყურადღებას უთმობს და აანალიზებს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. პასპორტიზაციის ახალ პროცესს და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის თაობაზე ახალი რეგულაციების დაწესების თემას.

საანგარიშო პერიოდში აფხაზეთში დაიწყო ე.წ. “პასპორტიზაციის” ახალი ტალღა, რომელიც გულისხმობს 300 ათას ახალი დოკუმენტის, აქედან 250 ათას ე.წ. “პასპორტის” და 50 ათას ე.წ. “ბინადრობის ნებართვის” დაბეჭდვასა და შემდგომ მის ადგილზე გაცემას არაუგვიანეს 2016 წლის თებერვლისა.

“პასპორტიზაციის” უკანონო ტალღასთან პირდაპირაა დაკავშირებული 2016 წლის პირველ თებერვალს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ე.წ. კანონის მიღება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ. მიმდინარე წლის 23 იანვარს ასეთივე დოკუმენტი მიიღო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმაც. მსგავსი რეგულაციების მიღების იდეა ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში გაჟღერდა, როდესაც სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა შეაფასა – როგორც საგანგაშო და ადგილობრივ რეალობასთან მათი ადაპტაციის მიზნით საჭიროდ მიიჩნია “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” ახალი რეგულაციების შემუშავება”, – ნათქვამია ანგარიშში.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული რეგულაციები კიდევ უფრო დაამძიმებს მათ ისედაც რთულ მდგომარეობას: შეიქმნება ახალი შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაზე, კერძო საკუთრებით სარგებლობასა და მუშაობის უფლებაზე. არსებობს საფრთხე, რომ ამ ე.წ. კანონის გამოყენება მოხდეს ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის განსახორციელებლად.

“საგულისხმოა, რომ პარალელურად აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო ე.წ. კანონი აფხაზეთში შესვლისა და გასვლის წესის შესახებ, რომლის ამოქმედებაც დამატებით ბარიერებს შეუქმნის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რაც კიდევ უფრო იზოლირებულს გახდის რეგიონს”.  

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ ახალი დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების გამო და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s