სოსო ჯაჭვლიანმა კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ გაითხოვა. შესაბამისად, პარლამენტი მას აღარ განიხილავს.

ამის შესახებ ცნობილი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა.

„ ეს არის კანონპროექტი, რომელშიც საუბარი იყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელების თაობაზე. ეს პროექტი ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვების სტადიაშია. ამიტომ, ავტორს და ინიციატორს აქვს ამის უფლება. ჩვენ მივიღეთ ცნობად, რომ ჯაჭვლიანმა გაითხოვა აღნიშნული პროექტი, შესაბამისად, პარლამენტი წყვეტს ამ საკითხზე მსჯელობას“ – თქვა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, სოსო ჯაჭვლიანმა რამდენიმე კვირის წინ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლითაც ითხოვდა, რომ რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას ისახავს,  დასჯადი ყოფილიყო.

2 თებერვალს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა რელიგიური გრძნობების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ფატი ხალვაშმა, მერაბ კაჭახიძემ და ვლადიმერ აჩბამ მისცეს.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ კანონპროექტის მხარდაჭერას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. პარლამენტს განცხადებით რელიგიათა საბჭომ, ასევე ომბუდსმენმა მიმართა და მოუწოდა, კანონპროექტი არ მიეღოთ. ასევე, სპეციალური განცხადება გაავრცელა ადამიანის უფლებების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ამნესთი ინთერნეიშენალმაც და თქვა, რომ კანონპროექტი ძირს უთხრის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s