შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე  2016 წლის იანვრის თვეში ოჯახში ძალადობის სტატისტიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში დანაშაულის სტატისტიკა ორჯერ შემცირდა.

“ამ წლებში მინისტრებმა შეამცირეს სტატისტიკა ორჯერ, დასაჯეს ბევრად მეტი მოძალადე, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში, მეტი ქალი გახდა პოლიციელი, მაგრამ ვინც ისევ სტატისტიკაზე წერთ და საუბრობთ, იცოდეთ, რომ ქალები არ არიან სტატისტიკა. სანამ საქართველოში ერთ ქალს მაინც კლავენ, სცემენ ან ხელს უშლიან პროცესების სრულფასოვანი მონაწილე გახდეს – იცოდეთ, რომ პოლიციელებს არ გვაქვს უფლება თვალები დავხუჭოთ… დასაძინებლად”, – წერს თალაკვაძე Facebook-ზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში ოჯახში ძალადობის 172 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათგან 65 გაიხსნა.

მიმდინარე წელს პირველ თვეს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი 25 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათგან 18 გახსნილია.

ასევე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 39 ფაქტი დარეგისტრირდა, ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის – 1 ფაქტი.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s