ქუინები”, ანუ კაცები, რომლებიც გენდერულ ნორმებს უარყოფენ და ქალებივით იცვამენ, მუდამ არსებობდნენ ლგბტ თემსა და პოპ-კულტურაში.

თუმცა ტრანსგენდერ, ტრანსვესტიტ და დრაგ ქუინებს შორის დიდი სხვაობაა. ტრანსგენდერი ადამიანი არის ის, ვინც არ იდენტიფიცირდება საკუთარ ბიოლოგიურ სქესთან და ხშირ შემთხვევაში, არ სურთ, რომ ისინი დრაგ ქუინებად მოიხსენიონ. ტრანსვესტიტი არის ცისგენდერი კაცი, რომელსაც უბრალოდ სიამოვნებს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა. ხოლო დრაგ ქუინი არის კაცი, რომელიც ქალის ტანსაცმელს იცვამს მხოლოდ წარმოდგენისთვის და გართობისთვის.

1. გვიანი 1800-იანი წლები: “დრაგ ქუინის” ეტიმოლოგია დღემდე დისკუსიის საგანია, თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს ტერმინი იმ პერიოდში პოპულარული კაბის სტილს უკავშირდება. როგორც ფოტოდან ჩანს, კაბის გრძელი დაბოლოება მიწას ეხება. “Drag”-ი კი ინგლისურად “თრევას” ნიშნავს. 

2

2. 1800-იან წლებში სიტყვა “ქუინი” (queen) ჰომოსექსუალების მიმართ დამამცირებელ ტერმინად გამოიყენებოდა.

3

3. ბრიგამ მორის იანგი – მან პოპულარობა დრაგ წარმოდგენებით მოიპოვა. იგი ცნობილი იყო, როგორც მადამ პატრინი. მისი ხმა (ფალცეტო) იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ მისმა მსმენელებმა არც კი იცოდნენ, რომ ის სინამდვილეში კაცი იყო.

4

4. 1800-იანები: ქალი და კაცი გაცვლილ ტანსაცმელში

5

5. 1800-იან წლებში ტერმინი “დრაგ ქუინი” უფრო სპეციფიკური ხდება. მას გამოიყენებდნენ იმ კაცების მიმართ, რომლებიც ქალის ტანსაცმელს თეატრალური წარმოდგენისთვის იცვამდნენ.

6

6. ფრედერიკ პარკი და ერნსტ ბოლტონი იყვნენ პირველი მამაკაცები, რომლებმიც ვიქტორიანული ლონდონის ქუჩებში ქალის ტანსაცმლით სეირნობდნენ. ისინი საზოგადოებაში ფანის და სტელას სახელით გამოჩდნენ. საზოგადოების აღშფოთების გამო პოლიციამ მათ წინააღმდეგ იმ დონის გამოძიება დაიწყო, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებით საშიში კრიმინალების წინააღმდეგ მიმდინარეობდა.

7

7. 1800-იანი წლები: ქალის ტანსაცმელში გამოწყობილ კაცს სქესობრივ გარყვნილებაში ან პროსტიტუციაში სდებდნენ ბრალს მიუხედავად იმისა, რომ კანონი ე.წ. ქროსდრესინგს არ კრძალავდა.

8

8. 1883 წელი: დრაგი, როგორც თეატრალური ატრიბუტი, იმ პერიოდის საზოგადოებისთვის სრულებით მისაღები იყო. უფრო მეტიც, როდესაც კაცი ქალის როლს თამაშობდა (იელის უნივერსიტეტის ამ სამი სტუდენტის მსგავსად) უფრო დიდი პატივი იყო, ვიდრე ქალი შემსრულებლების მსახიობობა.

9

9. ეს ფოტო მე-19 საუკუნეშია გადაღებული. მასზე გამოსახულია სტუდენტი, რომელიც დრაგ ტანსაცმელშია გამოწყობილი. მიუხედავად იმ პერიოდის საზოგადოების ნეგატიური განწყობებისა, ეს ადამიანი არ დაუსჯიათ. მოგვიანებით იგი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ესტონელი მოსამართლე გახდა.

11-9

10. 1800-იანები: ეს ფოტო მოწმობს იმას, რომ “დრაგი” ყოველთვის ტაბუდადებული საკითხი არ იყო.

10

წყარო: www.littlethings.com

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s