9 კვირის წინ ინსტაგრამზე შეიქმნა პროფილი ჰიჯარბი (hijarbie), რომელმაც უმოკლეს დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

პროფილის შემქნელი ჰანეფა ადამი 24 წლის სტუდენტია ნიგერიიდან.

7d3f392ad69d4c52b514ea7531122954_18

“აღნიშნული პროფილი იმისთვის გავაკეთე, რომ თოჯინებისთვის შემექმნა შედარებით მოკრძალებული ტანსაცმელი, რადგან მსგავსი რამ არასდროს არსად მინახავს”.

ადამის მიერ გაკეთებულ პროფილს უკვე 34,800 მიმდევარი ჰყავს.

“გაკვირვებული ვარ, რომ ჩემმა პროფილმა ამხელა დაინტერესება გამოიწვია. მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრ ადამიანს არ უნახავს ჰიჯაბიანი ბარბი და ეს მათთვის ახალი იყო. ჰიჯაბის ტარება ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დავიწყე, როდესაც თავშალი საერთოდ არ ითვლებოდა მოდის ერთ-ერთ ატრიბუტად”, – აღნიშნა ჰანეფამ.

hijarbie06_insta

ბარბის ოფიციალურ კოლექციებში მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის ამსახველი ტანსაცმელი შედის, მაგრამ არა ჰიჯაბიანი ბარბი.

ჰანეფას ჰიჯარბის პროფილის გარდა, აქვს ბლოგი, სადაც მუსლიმი ქალებისთვის ცხოვრების სტილზე წერს.

“ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს, არ აქვს მნიშვნელობა ის მუსლიმია თუ არა, კარგი ხასიათია. ჰიჯაბი მოკრძალებულობის მანიშნებელი უფროა, ვიდრე მოდურობის, თუმცა ვინ თქვა, რომ ამ ყველაფრის გაერთიანება შეუძლებელია? მოდა რწმენით”, – აღნიშნა ჰანეფამ.

landscape-1454614726-hijarbie

იგი იმედოვნებს, რომ ინსტაგრამზე მისი გვერდი კიდევ უფრო დიდ პოპულარობას მოიპოვებს.

“უფრო მეტი ადამიანი ატარებს თავშალს, რადგან მათ უკვე იციან, რომ თავიანთ რწმენასთან წინააღმდეგობის გარეშე შეუძლიათ იყვნენ მოდურები”, – აღნიშნა ჰანეფამ

084315500_1454921308-hijarbie

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ბარბი დიდი ხანია სხვადასხვა გარეგნობის ბარბს უშვებს. მაგალითად, პირველი შავკანიანი ბარბი, სახელად კრისტი 1968 წელს გამოვიდა, ხოლო აფრო-ამერიკელი ბარბი 1980-იან წლებში შეიქმნა.

ბარბის კომპანიამ ახლახანს გამოუშვა მაღალი, სავსე ფორმების მქონე და დაბალი ბარბები.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s