თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, გაფიცული სააქციო საზოგადოება “მინას” მუშების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან შემდეგი შინაარსის ბანერები მიიტანეს: “გაიზარდოს ხელფასი 30%-ით”,  “მუშათა მოძრაობა გაიმარჯვებს”, “არა ბიზნესის დიქტატურას!”.

IMG_5720როგორც “17მაისს” თვითორგანიზაციის ქსელის წარმომადგენელმა, გიგა ბრეგვაძემ განუცხადა, სოლიდარობის აქცია გაფიცული მუშებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“ჩვენ დღეს გამოვუცხადეთ სოლიდარობა ქსანში გაფიცულ მუშებს. დღეს ჩამოდიან თურქი ინვესტორები  გაფიცულებთან  მოსალაპარაკებლად  და გადავწყვიტეთ, რომ დღეს თბილისის სოლიდარობის აქცია იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და იმედია კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ასეთ პროცესებში”, – აცხადებს ბრეგვაძე.

გაფიცული მუშები ხელფასების 30%-ით გაზრდას, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებასა და პროფკავშირისთვის საოფისე ფართის გამოყოფას მოითხოვენ.

ცნობისთვის, ამ მოთხოვნით ქსნის მინის ტარის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 თებერვალს მუშებმა აქცია გამართეს. “თბილისის სოლიდარობის ქსელის” მხარდაჭერით აქცია 2015 წლის 20 ნოემბერსაც გამართა. მაშინაც, მუშები ხელფასის 30 %-ით გაზრდას ითხოვდნენ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s