ანა მეი ჰეისი 1920 წლის 16 თებერვალს დაიბადა და დღეს 96 წლის გახდა. იგი აშშ-ის სამხედრო ძალების პირველი ქალი გენერალია. ანა მეი აშშ-ის სამხედრო ძალებს, როგორც მედდა, პირველად 1942 წელს შეუერთდა, როდესაც იაპონიამ პერლ ჰარბორი დაბომბა.

1943 წელს ანა მეი ამერიკელ სამხედროებთან ერთად იდნეოთში გაგზავნეს. 2 წლის განმავლობაში ის 50 000-მდე პაციენტს მოემსახურა. ამის შემდეგ, 1954 წელს მან ლეიტენანტის წოდება მიიღო.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ანას ბევრმა კოლეგამ დატოვა სამხედრო სამსახური. ანამ სამხედრო სამსახურის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო და 1950 წელს კორეის ომში იღებდა მონაწილეობას.
ამის შემდეგ, ჰეისი ვოლტერ რიდ არმიის სამედიცინო ცენტრის მიმღებ განყოფილებაში გადავიდა.

იგი პრეზიდენტ ეიზენჰაუერის პირადი ექიმი გახდა. 1967 წელს ჰეისი დააწინაურეს და სამხედრო მედდების კორპუსის ხელმძღვანელად დანიშნეს. ომის პერიოდში ჰეისი რამდენჯერმე იყო ვიეტნამში, რათა მედდების მუშაობა გაეკონტროლებინა.

anna_mae_hays_large

1970 წლის 11 ივნისს ანა მეი ჰეისს გენერლის წოდება მიანიჭეს და გახდა პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც მსგავსი წოდება მიიღო. მან სამხედრო სამსახურში 1971 წლამდე იმსახურა.

“არ ვნანობ, რომ ჩემი ცხოვრება სამხედრო სამსახურში გავატარე. დროის დაბრუნება რომ შემეძლოს, ისევ იმავე გზას ავირჩევდი, ერთი განსხვავებით – სამხედრო სამსახურში კიდევ უფრო დიდხანს დავრჩებოდი”, – აღნიშნა ანა მეიმ.

ანა მეის სამხედრო კარიერამ დიდი გავლენა მოახდინა ჯარში ქალების მდგომარეობაზე. ანა მეის რეკომენდაციების შედეგად შეიცვალა ის პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც დაქორწინებულ ქალ ოფიცრებს დაფეხმძიმების ალბათობის გამო ეკრძალებოდათ სამხედრო სამსახური.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s