გადაწყვეტილება, რომ სოსო ჯაჭვლიანს რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გამოეთხოვა, ქართული ოცნების გუნდმა მიიღო. ეს დეპუტატმა გია ვოლსკიმ თქვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, გუნდმა იმსჯელა და დაასკვნა, რომ კანონპროექტის მიღება საქართველოში რთულ მდგომარეობას შექმნიდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი დამტკიცების მომხრე პარლამენტში ბევრი იყო.

“გავაანალიზეთ ევროპის გამოცდილება, ბევრ ევროპულ ქვეყანაში ასეთი კანონი არსებობს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის გარკვეული სასჯელებია დაწესებული, მაგრამ ასეთი ჩვენი საზოგადოება აგრესიული და ხშირ შემთხვევაში ცინიკურია. ჯერჯერობით, ავსტრიის საზოგადოების ემოციებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოში არსებული ემოციური ფონიც და პოლიტიკური ვითარებაც. ძალიან ძნელად გაივლება ზღვარი გამოხატვის თავისუფლებას და ამ დანაშაულებრივ გადაცდომას შორის.

თავიდან მეც ვფიქრობდი, რომ ეროვნული უსაფრთხოებისთვის არ იქნება ურიგო ასეთი რეგულაციების შემოღება იმ მაგალითების ფონზე, რომლებიც გვქონდა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქართველო თავის ტრადიციას, ტოლერანტობას და დამკვიდრებულ ურთიერთობებს თემებსა და რელიგიურ ჯგუფებს შორის უფრო უნდა დაეყრდნოს, ვიდრე კანონს. კანონი არ სჭირდება საქართველოში ისეთი დამოკიდებულებების შეკავებას, როდესაც აგრესია რელიგიურ ჯგუფებს შორის შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესით. ძალიან რთულ მდგომარეობას შეგვიქმნიდა ეს კანონპროექტი. გამოხატვის თავისუფლება არის ის ხელშეუხებელი, რაც საქართველოში დამკვიდრდა. ასე რომ, კვლავ ჩვენი ტრადიციით და ენერგიული შიდაენერგეტიკით უნდა გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა.

სოსოსთვისაც და მრავალი ჩვენგანისთვის, ვინც მას მხარს უჭერდა ამ კანონის მიღებას, ეს სავსებით ნათელი გახდა. ეს არ იყო ერთ წუთში მიღებული გადაწყვეტილება. ასე რომ, ამ კანონის მიღების აუცილებლობას ვერ ხედავდა გუნდი და არა პირადად სოსო ან ვინმე სხვა ერთი ადამიანი. 

შეიძლება სამომავლოდ უკეთესი გამოდნეს ამ პრინციპებიდან”, – თქვა გია ვოლსკიმ.

სოსო ჯაჭვლიანმა კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ გაითხოვა. ამის შესახებ ცნობილი პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე გახდა.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი დეპუტატმა რამდენიმე კვირის წინ დაარეგისტრირა.

ის ითხოვდა, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას ისახავს, დასჯადი ყოფილიყო.

2 თებერვალს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა რელიგიური გრძნობების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ფატი ხალვაშმა, მერაბ კაჭახიძემ და ვლადიმერ აჩბამ მისცეს.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ კანონპროექტის მხარდაჭერას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. პარლამენტს განცხადებით რელიგიათა საბჭომ, ასევე ომბუდსმენმამიმართა და მოუწოდა, კანონპროექტი არ მიეღოთ. ასევე, სპეციალური განცხადება გაავრცელა ადამიანის უფლებების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ამნესთი ინთერნეიშენალმაც და თქვა, რომ კანონპროექტი ძირს უთხრის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s