ოსკარის მფლობელი მსახიობი, ჯულიანა მური იტალიაში ლგბტ ქორწინებას და წყვილებისთვის შვილის ყოლის უფლებას მხარს უჭერს.

“გყავდეს ოჯახი, ეს ადამიანის უფლებაა. ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ, ზუსტად ეს არის ოჯახი”, – თქვა მსახიობმა.

ჯულიანა მურმა გასულ წელს ელენ პეიჯთან ერთად ითამაშა ფილმში Freeheld, რომელიც ლესბოსელი წყვილის შესახებაა. Freeheld რეალურ ამბავზეა აგებული, რომლის შესახებაც 2007 წელს, ამავე სახელწოდებით დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს.

იტალიის სენატმა დებატები ერთი და იმავე სექსის წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის უფლების მინიჭების შესახებ იანვარში დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ამას ქვეყანაში ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგება, კანონი, სავარაუდოდ, დამტკიცდება.

იტალია ერთადერთი ქვეყანაა დასავლეთ ევროპაში, სადაც ლგბტ წყვილებს არც ქორწინების და არც სამოქალაქო პარტნიორობის უფლება არ აქვთ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s