მერი-ჯეინ ფილპონ როლანდი ფრანგი პოლიტიკური აქტივისტი იყო. ის ცნობილი იყო ინტელექტუალური საღამოების ორგანიზებით, პოლიტიკური სტატიებით. საფრანგეთის რევოლუციის მხარდაჭერის გამო კი მას 1793 წელს გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი.

ჯეინმა განათლება და ცოდნა ლიტერატურაში, მუსიკასა და მხატვრობაში ჯერ კიდევ პარიზის გოგონათა სასწავლებელში მიიღო. სასწავლებლის შემდეგ კი თავად ზრუნავდა საკუთარი თავის განვითარებაზე. მისი ბიოგრაფი, ჯონ აბოტი აღნიშნავს:

“ადრეულ ასაკში მას უკვე წაკითხული და გააზრებული ჰქონდა ძალიან ბევრი წიგნი სხვადასხვა საკითხზე. რომანები, წმინდანთა ცხოვრება, ლეგენდები, ბიოგრაფიები, პოლიტიკური ფილოსოფია, პოეზია”.

მადამ როლანდის ხედვაზე დიდი გავლენა მოახდინა ვოლტერმა, მონტესკიემ, პლუტარქემ და რუსომ.

Madame_Roland_by_Adélaïde_Labille-Guiard_-_1787

1780 წელს, ჯეინი ფილოსოფოს, ჟან-მარი როლანდ დე ლა პატიერზე დაქორწინდა. ისინი რამდენიმე ნაშრომზე ერთად მუშაობდნენ. როდესაც მისი მეუღლე ლიონის წარმომადგენლად აირჩიეს, იგი მეუღლეს ლიონში გაჰყვა და იქ გახსნა ცნობილი სალონი სასტუმრო ბრიტანიკში. სწორედ აქ იკრიბებოდნენ სხვადასხვა მოძრაობის სულისჩამდგმელი ადამიანები. დროთა განმავლობაში, ამ ადგილმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და საბოლოოდ, მადამ როლანდისგან მოსაწვევის მიღება ფაქტობრივად, ჟირონდას შიდა რგოლში შესვლას გულისხმობდა.

1793 წელს მადამ როლანდი და მისი მეუღლე იაკობინელებმა არ მიიღეს, ამის შემდეგ მათ ბრისოტთან ერთად ჟირონდისტების პარტია ჩამოაყალიბეს. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ მონარქიას და ასევე იაკობინელების რადიკალურ იდეებს.

იაკობინელების დიდი ტერორის დროს მადამ როლანდი, მისი ქმარი და სხვა დანარჩენი ჟირონდისტები ქვეყნის ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს.

მადამ როლანდი თავისი სახელით ნაშრომების გამოქვეყნების მუდმივი წინააღმდეგი იყო. თუმცა მისი ქმრის გამოსასვლელ სიტყვას მუდამ ეტყობოდა მისი სტილი. ციხეში ყოფნისას მას ნება დართეს ჰქონოდა ქაღალდი, კალამი და იშვიათ შემთხვევებში, მნახველებიც. სწორედ ამ გზით მოახერხა მან თავისი მემუარების დაწერა და გასაჯაროება.

1793 წლის 8 ნოემბერს მას გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს. სიკვდილამდე კი ცნობილი ფრაზა წარმოთქვა:

“თავისუფლებავ, რამდენი დანაშაული ჩადენილა შენი სახელით”.

მისმა ქმარმა, რომელმაც ციხიდან გაქცევა შეძლო, მადამ როლანდის სიკვდილით დასჯიდან 2 დღეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s