არასამთავრობო ორგანიზაციები “იდენტობა”, “ვიზგი”, “ლგბტ საქართველო”, “თემიდა” და “EMC” ქორწინებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ხელმომწერები მოუწოდებენ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ამ ინიციატივას, რადგან პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ჯგუფების მიერ ინიცირებული ცვლილება ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეას ეწინააღმდეგება.

“მიმდინარე წლის 9 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში განისაზღვრება, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 8 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია მოძრაობა „ეროვნულების” წარმომადგენლის, სანდრო ბრეგვაძის მხრიდან, რომ ისინიც პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორების პროექტის შეტანას გეგმავენ. მისი თქმით, შესწორების არსი ის არის, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით კაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა, რომ „იგი, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობად ჩაიწეროს.“

ამასთან, პარლამენტის ბიურომ, 2016 წლის 15 თებერვალს, მსვლელობა მისცა არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი შენი უფლებების“ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც კონსტიტუციაში ზემოაღნიშნულ ცვლილებებს ეხება”, – განმარტებულია განცხადებაში.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საქართველოში დამკვიდრებული ჰომოფობიური განწყობების გამო, ლგბტ თემისა და ორგანიზაციების მიერ ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება დღის წესრიგში არასდროს დაყენებულა. მათივე განმარტებით, აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შემოტანა ლგბტ პირების სახით მტრის ხატის შექმნას ემსახურება, რაც თავისთავად შორს დგას სახელმწიფოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისგან.

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა არ ემსახურება დემოკრატიულ ღირებულებების დამკვიდრებას ქვეყანაში და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი უფროა. საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების ცნებებთან დაკავშირებული ინიციატივები, როგორც ჩანს, წარმოადგენს პოლიტიკური ჯგუფების მთავარ სტრატეგიას მიმდინარე საარჩევნო წელს. დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და პოლიტიკური აზროვნების მქონე პოლიტიკური ჯგუფები, იმის ნაცვლად, რომ შექმნან ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისა და სხვადასხვა ჯგუფების ემანსიპაციის ხელშემწყობი პროექტები, ცდილობენ შექმნან ხელოვნური დღის წესრიგები და იდეოლოგიური და ირაციონალური ზემოქმედების ინსტრუმენტებით მოიპოვონ მხარდაჭერა.   მსგავსი საკითხებით მანიპულირება კი ცხადია, იწვევს დისკრიმინაციული პრაქტიკების გაძლიერებას და ლგბტ თემის განგრძობით და სისტემურ მარგინალიზაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ:

  • მოახდინონ ლგბტ თემატიკის დეპოლიტიზაცია და არ გამოიყენოს აღნიშნული საკითხები პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით;
  • შეაჩეროს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილს შეეხება;
  • გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რომ არ გააძლიეროს საზოგადოებაში ფობიური დამოკიდებულება და ხელი შეუწყოს ტოლერანტული გარემოს შექმნას;
  • შეწყვიტოს ლგბტ პირთა უფლებებით მანიპულირება და პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს;
  • დაიწყოს დისკუსია და მუშაობა გენდერულად ნეიტრალური ქორწინების/პარტნიორული ურთიერთობების სტანდარტების დანერგვაზე ქვეყნის კანონმდებლობაში, რომელშიც ჩართული იქნებიან ლგბტ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები.

    (C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s