კანონპროექტს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერაა მომზადებული, “მიუსაფარი ბავშვის” ცნება შემოაქვს, რაც შესაბამის სტრუქტურებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ ობოლი, უსახლკარო, არამედ უგულებელყოფილი ბავშვიც დაიცვას.

საქართველოს პარლამენტში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დღეს დაიწყო.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, თუ ვინ მიეკუთვნება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების კატეგორიას. ისინი არ არიან აღრიცხულნი და არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია – დაბადებისა და პირადობის მოწმობები, პასპორტი, რადგან მათი მშობლები და მეურვეები ვერ ახერხებენ ან არ მიიჩნევენ საჭიროდ მათთვის დოკუმენტაციის მოწესრიგებას.

სამინისტროს ინფორმაციით, ამის გამო ბავშვები ვერ იღებენ განათლებას, არ არიან ჩართული სოციალური თუ სამედიცინო სახის სახელმწიფო პროგრამებში. ხოლო, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, არ არსებობს მოძალადისგან მისი მყისიერად განცალკევების მექანიზმი.

ამავე საკანონმდებლო პაკეტში წარმოდგენილია ინიციატივა, რომელიც ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სოციალურ მუშაკს უფლებამოსილებას ანიჭებს, ბავშვი მოძალადე ოჯახის წევრისგან, კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა პირისგან განაცალკევოს.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირთა კატეგორიას ცნება “მიუსაფარი ბავშვი” ემატება. ასეთი ბავშვების დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით კი, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლება ეძლევა, შესაბამისი მოთხოვნით სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართოს.

მოქმედი კანონმდებლობა ბავშვს იცავს მოძალადე ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლისაგან. შეთავაზებული ცვლილებით კი, შესაძლებელი ხდება არასრულწლოვნის დაცვა გარეშე პირის ძალადობისგანაც.

ასევე, კანონში შემოდის “სხვა პირის” ცნება, რომელიც შესაძლოა, ძალადობდეს მოზარდზე. ამ ცვლილების მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხშირად შეუძლებელია დადგენა, კონკრეტულად, ვინ ძალადობს მიუსაფარ ბავშვზე.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები მომზადებულია “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში, “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონში, “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში, “საქართველოს სამოქალაქო კოდექსში”, “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში”, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში”, – აცხადებენ სამინისტროში.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s