ჰომოფობიური განცხადების გამო Nike-მა  მოკრივე მენი პაკიაოსთან კონტრაქტი გააუქმა. ერთი და იმავე სქესის წყვილების შესახებ პაკიაომ ფილიპინების ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

“გინახავთ, რომ ცხოველებს კაცისა და კაცის ან ქალისა და ქალის ურთიერთობა ჰქონოდეთ? თუ ადამიანს იმავე სქესის ადამიანთან აქვს ურთიერთობა, მაშინ ის ცხოველზე უარესია”, – თქვა პაკიაომ.

პაკიაოს ინტერვიუსთან დაკავშირებით Nike-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ცნობილი სპორტული ბრენდი მოკრივესთან თანამშრომლობას წყვეტს.

“მენი პაკიაოს კომენტარი საზიზღრობაა. Nike ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. ჩვენ გვაქვს ლგბტ თემის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია”, – განმარტებულია განცხადებაში.

პაკიაომ ტვიტერზე საპასუხო განცხადება გაავრცელა.

“ბოდიშს ვიხდი ჰომოსექსუალების ცხოველებთან შედარებით ადამიანებისთვის გულის ტკენის გამო. მე კვლავ ვრჩები ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების წინააღმდეგი, იქიდან გამომდინარე, თუ რა წერია ბიბლიაში. მაგრამ მე არ ვგმობ ლგბტ-ს. მე თქვენ ყველანი მიყვარხართ იმ სიყვარულით, რომლითაც თქვენ ღმერთს უყვარხართ. ღმერთმა დაგლოცოთ. მე თქვენთვის ვლოცულობ”.

რვა გზის ჩემპიონი, მენი პაკიაო ფილიპინების ყველაზე პოპულარული სპორტსმენია. 2010 წლიდან თემთა პალატაში ფილიპინების სარანგანის პროვინციას წარმოადგენდა, თუმცა ხშირად იმსახურებდა კრიტიკას სესიების გაცდენის გამო.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s