ოლიმპია დე გუჟი 1748 წლის 7 მაისს დაიბადა. ის ფრანგი მწერალი, პუბლიცისტი და პოლიტიკური აქტივისტი იყო. ოლიმპია საფრანგეთის რევოლუციისა და დიდი ტერორის დროს პარიზში ცხოვრობდა და თავის დამოკიდებულებებს თავისივე ნაწარმოებებით გამოხატავდა. როდესაც საზოგადოებრივი დაძაბულობა გაიზარდა, ის უფრო აქტიურად ჩაერთო სოციალურ და პოლიტიკურ აქტივიზმში.

ოლიმპია დე გუჟის ნამდვილი სახელი მარიე გოუზია. მან სახელი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მეუღლე გარდაეცვალა და 1770 წელს საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მისი მშობლები ვაჭრები იყვნენ. პარიზში გადასვლის შემდეგ, ოლიმპია ცდილობდა, არისტოკრატებს დაახლოებოდა. ცოტა ხანში კი თავისი პროვინციული აქცენტიც დაკარგა. ის ხშირად აწყობდა სალონურ შეხვედრებს და უახლოვდებოდა მწერლებსა და ინტელექტუალებს. 1784 წელს, მან თავადაც დაიწყო მწერლის კარიერა.

დე გუჟი ადამიანის უფლებების გულმხურვალე დამცველი იყო და უსამართლობის ყველა ფორმას ეწინააღმდეგებოდა. მან არაერთი ნაწარმოები დაწერა მონობის წინააღმდეგ და ქალთა უფლებების თემაზე. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები არის “ქალთა უფლებებისა და ქალი მოქალაქების დეკლარაცია”. ეს ნაწარმოები პასუხი იყო ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებული ნაწარმოებისა “კაცების უფლებებისა და მოქალაქეების დეკლარაცია”. ოლიმპია გამოქვეყნებულ ნაწარმოებში წერდა:

“ქალი ისევე თავისუფალი უნდა იყოს, როგორც კაცი და გააჩნდეს იგივე უფლებები, რაც კაცს გააჩნია. სოციალური განსხვავებები მხოლოდ და მხოლოდ საერთო სარგებელზე უნდა იყოს დამყარებული.

ქალებო, გამოცოცხლდით. შემოჰკარით განგაშის ზარებს მთელ მსოფლიოში და იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის.

ქალი და კაცი მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორნი უნდა იყვნენ. უნდა ჰქონდეთ დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები მათი ცოდნის, შესაძლებლობებისა და ნიჭის გათვალისწინებით”.

გარდა ქალთა უფლებებისა, დე გუჟი სიკვდილით დასჯის დიდი მოწინააღმდეგე იყო. ამის გამო მას არაერთხელ გაუკრიტიკებია ლუი მე-16, რის გამოც გუჟიმ რესპუბლიკელების დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

1793 წელს მისი ძალიან ბევრი თანამოაზრე, მათ შორის, ჟირონდისტები დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. გუჟი კი თავად ჩაბარდა მათ. ქალმა ციხეში 3 თვე გაატარა. მას არ ჰყავდა ადვოკატი, რადგან მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ გუჟისს ადვოკატის გარეშეც კარგად შეეძლო “საკუთარი თავის წარმოჩენა და დაცვა”. ციხეში ყოფნის პერიოდში დე გუჟიმ, მეგობრების დახმარებით, შეძლო დაემთავრებინა თავისი ორი ნაწარმოები, რომლებიც რევოლუციის ტრიბუნალს მიუძღვნა. ასევე, მან თავისი ნაწარმოებებით დაგმო ტერორი.

1793 წლის 3 ნოემბერს ოლიმპია დე გუჟს გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s