არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” 2016 წლის 22 თებერვალს ლგბტ საკითხებში მეოთხე ეროვნულ სტუდენტურ კონფერენციას მართავს.

კონფერენციაზე სხვადასხვა აკრედიტებული უნივერსიტეტის 17 სტუდენტი საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში ლგბტ პირთა მდგომარეობის შესახებ საკუთარ კვლევასა და ნაშრომს წარადგენს.

ლგბტ საკითხებში სტუდენტური კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 115 აუდიტორიაში, 10:00 საათზე დაიწყება.

მეოთხე ეროვნული სტუდენტური კონფერენცია მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: ქამინგ აუთთან დაკავშირებული საკითხები, ჰომოსექსუალების დამოკიდებულები ბისექსუალური ორიენტაციის მქონე პირებისადმი, განწყობები და დამოკიდებულებები ლგბტ თემის მიმართ, მედიასაშუალებების ანალიზი ლგბტ საკითხების გაშუქების თვალსაზრისით, პედაგოგების შეხედულებები და ინფორმირებულობა ლგბტ საკითხებზე, ჰომოფობიის შეფასება თბილისსა თუ რეგიონებში, კულტურისა და რელიგიის დამოკიდებულება ლგბტ საკითხების მიმართ და სხვა.

მეოთხე ეროვნული კონფერენცია ლგბტ საკითხებში ტარდება პროექტის – “გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია კანადის მთავრობის მიერ. პროექტი მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების სწავლების, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობის და ლიბერალური ღირებულებების განმტკიცებისთვის სტუდენტების ინფორმირებას გენდერის და სექსუალობის საკითხებთან დაკავშირებით და ამ მხრივ მათი ცნობიერების ამაღლებას.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s