ჩვენ ანიმაციის ოქროს ხანაში ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც თითებზე ჩამოსათვლელია ისეთი ფილმები, რომლებშიც გოგოები ბიჭებზე მნიშვნელოვანი პერსონაჟები არიან. მაგალითად, დისნეის ანიმაციები “შრეკი”, “კუნ ფუ პანდა”, “რანგო”, “დიდი გამყინვარება”, “საზიზღარი მე” და ა.შ.

თანამედროვე კომპიუტერული ანიმაციის მთავარი კომპანიის, პიქსარიც ფილმებიც კაცების სამყაროა: “სათამაშოების ამბავი”, “მონსტრების კორპორაცია”, “ნემოს ძიებაში”, “რატატუი”, Wall-E. შეიძლება ისიც ითქვას, რომ პიქსარი თავის კონკურენტებზე მეტად მამრობითი სქესის პერსონაჟებზეა ორიენტირებული. ამ კომპანიის ანიმაციებში ქალები მეორეხარისხოვანი გმირები არიან. მაგალითად, დორი “ნემოს ძიებადან” და ჯესი “სათამაშოების ამბიდან”. უარეს შემთხვევაში ქალების სტერეოტიპულად არიან წარმოჩენილნი – აღქმულნი არიან სიყვარულის ობიექტებად, დედებად, რომლებიც არ მუშაობენ და ა.შ. მიჩნეულია, რომ პიქსარის მიერ შემქნილი ყველაზე მასკულინური ანიმაცია არის “მანქანები 2”, რომელშიც ქალი პერსონაჟების მონაწილეობა მინიმალურია.

მას შემდეგ, რაც პირველი მხატვრული ანიმაცია, ფიფქია და შვიდი ჯუჯა გადაიღო, დისნეის გოგონები ფაქტობრივად უკონკურენტოები გახდნენ, მაგრამ, მცირე გამონაკლისის გარდა, დღეს მისი გმირები “მოძველდნენ”. რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფილმის, Tangled მთავარი გმირის, რაპუნცელის მომავალი, მიუხედავად პოპ-კულტურული დამოკიდებულელებისა, მისი წინამორბედების მსგავსად, პრინცზე დაქორწინება და ტკბილად და ბედნიერად ცხოვრებაა.

გოგონებს, რომლებიც მიისწრაფვიან, ბუკინგემის პრინცესას ჰგავდნენ, მოუწევთ გაიხედონ დისნეის ვარდისფერი სასახლის მიღმა, რათა სხვა მისაბაძი მაგალითი იპოვონ. ანუ, მათ იაპონიისკენ მიმავალი გზები უდნა ეძებონ.

სტუდია ჯიბლის ფილმი “როცა მარნი ჩემთან იყო” საუკეთესო ანიმაციის ნომინაციაში ოსკარზეა წარდგენილი. გიბლის კიდევ ერთი ფილმი “პრინცესა კაგუიაც” (რეჟისორი ისაო ტაკაჰატა) ოსკარის ნომინანტი იყო გასულ წელს. ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო სტუდიის ფილმმა 2001 წელს მიიღო – კრიტიკოსების აღიარება “Spirited away”-იმ დაიმსახურა.

შინაარსობრივი თვალსაზრისით, სტუდიო გიბლი დისნეისგან რადიკალურად განსხვავდება. 1984 წლიდან, მისი დამაარსებლის და მთავარი ავტორის, ჰაიაო მიაძაკის ხელმძღვანელობით, სტუდიამ ფენტეზის ჟანრში შესანიშნავი თავგადასავლები შექმნა, რომელთა უმეტესობაც ძლიერ, ინტელექტუალ, დამოუკიდებელად მოაზროვნე გოგონების შესახებაა.

ჯიბლის ფილმები აღმაფრთოვენებელი და ფანტასტიკურია. ყველა ანიმაცია ხელით არის დახატული. ფილმების პერსონაჟი გოგონები თამამები, აქტიურები, კომუნიკაბელურები, მშვიდობისმოყვარეები და სათნოები არიან. მათ “ქალურ” თვისებებს და ბავშვურ უცოდველობას ხშირად კრიზისის მოგვარება და დაპირისპირებული სამყაროების შერიგება შეუძლიათ. პრინცესებს მიაძაკიც ქმნის, მაგრამ, მაგალითად, პრინცესა მონონიკე ფილმში პირველად ჩნდება კადრით, როცა ის მგლის ჭრილობას წოვს, შემდეგ კი სისხლს მდინარეში აფურთხებს.

ერთხელ ჰაიაო მიაძაკიმ თქვა: “თუ უნდა გავაკეთოთ ისეთი ამბავი, რომელშიც ყველაფერი კარგად იქნება, თუკი ბოროტებას ერთხელ დავამარცხებთ, მაშინ მთვარი გმირი კაცი უნდა იყოს. თუ ჩვენ შევეცდებით, გავაკეთოთ სათავგადასავლო ფილმი, რომელშიც მთავარი გმირი კაცი იქნება, სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა ინდიანა ჯონსის გადაღებისა, სადაც უარყოფითი გმირი ნაცისტი იქნება, ან სხვა ვინმე, ბოროტი თვალებით”.

“მას მიაჩნია, რომ გმირობა ბევრად რთული საკითხია, ვიდრე უბრალოდ თეთრისა და შავის გარჩევა” – ამბობს ჰელენ მაკარტნი, ბრიტანელ ავტორი, რომელსაც ნაშრომები აქვს მიაძაკისა და იაპონური ანიმაციის შესახებ – “მისი კარიერა არის იმ იდეის შენება, რომ ქალურობა გმირობას არ გამორიცხავს”.

არიეტი ამ დახასიათებას ზუსტად ერგება. ფილმის სცენარი მიაძაკიმ მერი ნორტონის მოთხრობების მიხედვით შექმნა, რეჟისორი კი მისი პროტეჟე ჰიროსამა იონებაიაშია. არიეტი 14 წლის მინიატურული გოგონაა, რომელიც მშობლებთან ერთად იაპონური სოფლის სახლის ცალფიცრის ქვეშ ცხოვრობს და საჭირო ნივთებს და საკვებს სახლიდან “სესხად იღებს”. ყველა სხვა მოზარდი გოგონას მსგავსად, ის დამოუკიდებელია და გარესამყაროს შეცნობისკენ ისწრაფის. “მოჩვენებით გატაცებულნის” მთავარი გმირის, ტიჰიროს მსგავსად, რომელიც აკავშირებს სულებისა და ცოცხლების სამყაროს, არიეტი პატარა და დიდი ზომის ადამიანების დაკავშირებას ცდილობს, ამასთან მას ბიჭების მიმართ ცნობისმოყვარეობაც ამოძრავებს.

მიაძაკის ფილმებში დახვეწილი ეროტიკული ქვეტექსტებიც არის. მაგალითად, “კიკის მიტანის სერვისი”, რომელშიც მთავარი გმირი 13 წლის ჯადოქარი გოგონაა. მოგზაურობისას კიკი ქალურობის ყველა ეტაპს გადის, ყოველი მათგანის სექსუალობა მეტაფორებით არის გადმოცემული.

ბავშვები და სექსუალობა დასავლურ კულტურაში თითქმის არ არსებობს, მაგრამ ამ ფილმებში ის გადმოცემულია, როგორც ცხოვრების ნაწილი, ყოველგვარი გარყვნილების გარეშე.

“ჩვენთვის, დასავლური ტრადიციების მატარებელი ადამიანებისთვის ძალიან რთულია გავიგოთ, როგორი ძლიერია სექსუალური სურვილი ბავშვებში” – ამბობს მაკარტნი – “ერთ-ერთი შესანიშნავი რამ, რასაც ჯიბლი აკეთებს, არის იმის გაცნობიერება და მიღება, რომ ბავშვები მინიატურული უფროსები არიან, რომ მათ გრძნობა დაკონსერვებული აქვთ და ჩვენ ამ გრძნობების ორგანიზება და გადმოცემა უნდა ვასწავლოთ”.

მიაძაკისთვის უცხო არც სიკვდილის და ძალადობის თემებია. ისეთ დადებით ფილმშიც კი, როგორიც “ჩემი მეზობელი ტოტოროა” და რომელშიც არც ერთი უარყოფითი პერსონაჟი და კონფლიქტი არ არის, ორი პატრა გოგონას ბედნიერება შესაძლოა დედის მძიმე ავადმყოფობამ დაანგრიოს. ჯიბლის ფილმებში არც ფატალური დასასრული უნდა გამორიცხო – ამასთან შედარებით ბემბის დედის სიკვდილი პარკში გასეირნებად მოგეჩვენებათ.

სექსისა და ძალადობის ღიად გაცნობიერებით შეიძლება სტუდიო ჯიბლის ნამუშევრები ევროპული ლიტერატურის ზღაპრებს ჰგავდეს, რომლებიც ბავშვებისა და უფროსებისთვის თანაბრად არის განკუთვნილი.

ვიქტორიანულმა საზოგადოებამ შექმნა ზღაპრები, დისნეიმ კი მათი საქმე დაასრულა. თუმცა, ორიგინალ ვერსიებში ზღაპრები საშინელებებით არის სავსე. მაგალითად, ფიფქიას ადრეულ ვერსიაში დედოფალი ჭამს ყველაფერს, რაც მისი აზრით შესაძლოა გერის გული, ფილტვები ან ღვიძლი იყოს, ან ცდილობს ფიფქია კორსეტით გაგუდოს. ასევე, დასჯის ერთ მეთოდად რკინის ცხელი ფეხსაცმლების ჩაცმას იყენებს. დისნეის ზღაპარში ფიფქია ლამაზ გოგონად გადაიქცა, რომელსაც სიმღერა და სახლის დალაგება უყვარს.

თუმცა, არც იმის თქმა შეიძლება, რომ სტუდიო ჯიბლის რომელიმე ფილმი აბსოლუტურად სამაგალითოა. იდეალური გმირი გოგონების გარდა, მიაძაკი შესაძლოა გარკვეულ სტერეოტიპებს ამყარებდეს კიდეც – მასთან შევხვდებით ბრძენ ბებიას, ან იდეალურ, დიასახლისს დედას.

“ვფიქრობ, რომ მიაძაკის ნამუშევრებში არის რამდენიმე რეაქციული ელემენტი. არა ანტიფემინისტური, თუმცა არც ფემინისტური. ბევრი ფილმით ის ამბობს, რომ ქალებს და კაცებს სოციალური როლები აქვთ შექმნილი. როდესაც ბავშვი ხარ, ყველაფერი შესაძლებლად გეჩვენება, მაგრამ როცა ქალები ზრდასრულ ასაკში როლების ფარგლებს არღვევენ, სირთულეებს აწყდებიან. მიაძაკის ფილმები სწორედ ამის შესახებ არის”.

ავტორი: სტივ როუზი

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s