ალბერტ აინშტაინმა გრავიტაციული ტალღების არსებობა ერთი საუკუნის წინ იწინასწარმეტყველა. თუმცა, ის მხოლოდ რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მეცნიერი, რომელსაც ამ მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის, დოქტორი ნარგის მავალვალაა.

მეცნიერთა ჯგუფმა აშშ-ში მდებარე ორი დეტექტორ-ობსერვატორიის დახმარებით, ლაბორატორიულ პირობებში, რამდენიმე შავი ხვრელის შთანთქმისგან 1.3 მილიონი წლის წინ წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები იპოვეს. ტალღებს დედამიწამდე მოსაღწევად სწორედ 1.3 მილიონი წელი დასჭირდა.

“მეცნიერებაში ქალების მონაწილეობა ნაკლებია, განსაკუთრებით კი პაკისტანელი ლგბტქ ქალების. თუმცა, მე საკუთარ თავს არც ერთ ჯგუფს არ მივაკუთნებ”, – ამბობს მავალვალა.

8 წლის შვილის დედა საკუთარ თავს ღიად ქვიარს უწოდებს და ამბობს, რომ უბრალოდ არის ის, ვინც არის. თუმცა, ქამინგ აუთს მისთვის პოზიტივი მოაქვს.

1990-იანი წლების დასაწყისში მავალვალას მასწავლებელი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, რაინერ ვეისი იყო, რომელიც თავად ეძებდა გრავიტაციულ ტალღებს.

მეცნიერი ამერიკის შეერთებულ შტატებში პაკისტანიდან ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში ჩამოვიდა და ველესლეის კოლეჯში ფიზიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. სექსუალური ორიენტაციის შესახებ კი მრავალი წლის შემდეგ დაფიქრდა, მაშინ, როცა აღმოაჩინა, რომ შეყვარებულია. გელფრენდი მავალვალას ლაბორატორიაში ხშირად სტუმრობდა ხოლმე და მალევე მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

პაკისტანში, რომელიც სულაც არ არის სამოთხე ლგბტ ადამიანებისთვის, ქვეყნის პრემეირ-მინისტრმა, ნავაზ შარიფმა ნარგის მავალვალა დააჯილდოვა პაკისტანელი სტუდენტებისა და აქ მეცნიერების წახალისებისთვის.

“წარმატების მიღწევა ყველას უნდა შეეძლოს: ქალს, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელს, გეის…” ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე თავად ვამტკიცებ ამას, რადგან ყველა მათგანი ვარ”, – ამბობს მეცნიერი.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s