დევნილის დარღვეული უფლებების აღდგენის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა არ გაითვალისწინეს – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

საქმე ეხება დევნილი რ.უ.-ს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, რომლის თაობაზეც 2015 წლის 14 დეკემბერს სახალხო დამცველმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს, ეკონომიკის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს რეკომენდაციით მიმართა.

საალხო დამცველის ინფორმაციით, რ.უ., როგორც დევნილი, რეგისტრირებული იყო დის საცხოვრებელ მისამართზე. თუმცა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნდა და სხვადასხვა ნათესავებთან ცხოვრობდა.

“განმცხადებლის დის მეუღლეს, ა.ბ.-ს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართი, სახელმწიფომ პირდაპირი მიყიდვის წესით, კერძო საკუთრებაში გადასცა. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს რ.უ.–ს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება დაეკისრა. აღნიშნულის შესახებ რ.უ. ინფორმირებული არ ყოფილა”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფართის პრივატიზაციასთან დაკავშირებული საკითხის მომზადებისას და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, თან უნდა ჰქონოდა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან მიწოდებული ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტში რეალურად მცხოვრები დევნილების და მათი ოჯახის შემადგენლობის შესახებ.

ომბუდსმენის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა უზრუნველეყო მესამე პირთა წერილობითი თანხმობის მოპოვება ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით, რაც რეალურად არ განხორციელებულა.

“მიუხედავად იმისა, რომ რ.უ. რეგისტრირებული იყო ა.ბ.-ს საცხოვრებელ მისამართზე, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევა ევალებოდა, კერძოდ, ა.ბ.–ს ოჯახის შემადგენლობის აღწერა და მისი შედეგების გათვალისწინებით სახელმწიფო ქონების განმკარგველი ორგანოსათვის მიმართვა”, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, რეკომენდაციაში საქმის გარემოებების სრულყოფილად აღწერისა და გარკვევის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიეღო ზომები რ.უ.-ს დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, რაც არ გაუკეთებია.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s