3 დღის წინ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვა მშობლებს დაუკავშირდა და მათ დახმარება სთხოვა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სართალდამცავები ამ დრომდე ზომებს არ იღებენ და აცხადებენ, რომ გამტაცებლებმა სამართალდამცავებს ქრთამის სახით თანხა გადაუხადეს.

სამირა ბაირამოვას დედა აცხადებს, რომ ის გამტაცებელს ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ მის შვილს იმ შემთხვევაში დააბრუნებდნა, თუ პოლიციიდან განცხადებას გაიტანდა.

ამ დროისთვის სამირა ბაირამოვას ოჯახის წევრები და ახლობლები ქვემო ფონიჭალის პოლიციის შენობაში არიან შეკრებილები.

როგორც “17მაისს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიება. უწყებაში მომხდარის შესახებ დეტალებზე არ საუბრობენ. მათი თქმით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s