გატაცებული სამირა ბაირამოვას ახლობლებმა თბილისი-რუსთავის გზა გადაკეტეს. ისინი გატაცებული 17 წლის გოგონას მშობლებისათვის დაბრუნებას მოითხოვენ, რომელიც მათი ინფორმაციით, მარნეულში იმყოფება.

სამირა ბაირამოვა 3 დღის წინ 4 პირმა გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებს აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ გამტაცებლები. ბაირამოვას ოჯახის წევრების თქმით, სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ თვითმხილველები და გოგონას ძებნის ღონისძიებები არ მიმდინარეობს.

როგორც გამოცემა “17 მაისს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ხმაური იყო გუშინაც, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ფონიჭალაში პოლიციის შენობაში შეიჭრა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s