სტუდენტმა ანა მარია ბრაგვაძემ აივ ინფექციისა და მათი თავდაცვის მექანიზმების შესახებ გეი მამაკაცების ინფორმირებულობა იკვლია. შედეგები კი მე-4 ეროვნულ ლგბტ კონფერენციაზე წარმოადგინა, რომელიც იდენტობას ოფისში მიმდინარეობს.

კვლევაში მონაწილეობა 52-მა გეი მამაკაცმა მიიღო. ბრაგვაძის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ გეი მამაკაცებში აივ ინფექციისა და მისი დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმირებულობა მაღალი იყო.

„ჩემი კვლევის მიზანი იყო გეი მამაკაცების ინფორიმირებულობის ხარისხის განსაზღვრა აივ ინფექციასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ გეი ადამიანებს აივის შესახებ ინფორმაცია აქვთ. კვლევა ჩავატარე როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდით. სიღრმისეული ინტერვიუს გამოყენებით გამოვიკითხე სამი სპეციალისტი, ინტერნეტ გამოკითხვით კი 52 გეი მამაკაცი,” – ამბობს ანა მარია ბრაგვაძე.

მეოთხე ეროვნული კონფერენცია ლგბტ საკითხებში პროექტის – “გენდერისა დასექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” – ფარგლებში ტარდება, რომელიც კანადის მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი. პროექტი მიზნად ადამიანის უფლებების სწავლების, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობის და ლიბერალური ღირებულებების განმტკიცებისთვის სტუდენტების ინფორმირებას გენდერის და სექსუალობის საკითხებთან დაკავშირებით და ამ მხრივ მათი ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s