სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნება ოჯახში – ლგბტ ადამიანების ამ გამოცდილების შესახებ კვლევა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა, გიორგი დუნდუამ ჩაატარა. კვლევა იდენტობას კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.

გიორგი დუნდუა ამბობს, რომ კვლევისთვის ლგბტ თემის 10 წარმომადგენელი გამოიკითხა. სტუდდნტის თქმით, ოჯახებმა ისინი მიიღეს.

გამოვკვეთე ის ძირითადი ფაქტორები, მიზეზები, რომლებიც ადამიანს აიძულებს ან უბიძგებს, სექსუალური ორიენტაციის შესახებ ოჯახს უთხრას. გამოვიკითხე გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები და სამი  მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოვყავი: ნებაყოფლობითი, იძულებითი და შემთხვევითი გამჟღავნება. ასევე გამოვიკვლიე ოჯახების დამოკიდებულებები, ყველა შემთხვევაში თემის წევრებს ოჯახის წევრები გარვკეულწილად მხარს უჭერენ. თემის წევრების წინასწარგანწყობა კი აღმოჩნდა მცდარი, რადგან ოჯახმა ისინი კარგად მიიღო.“

მეოთხე ეროვნული კონფერენცია ლგბტ საკითხებში პროექტის – “გენდერისა დასექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” – ფარგლებში ტარდება, რომელიც კანადის მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი. პროექტი მიზნად ადამიანის უფლებების სწავლების, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობის და ლიბერალური ღირებულებების განმტკიცებისთვის სტუდენტების ინფორმირებას გენდერის და სექსუალობის საკითხებთან დაკავშირებით და ამ მხრივ მათი ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

კონფერენცია იდენტობას ოფისში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

One Comment

  1. მართალია. ნუ შეგეშინდებათ ქამინგ აუთის. უძლიერესი გრძნობაა როცა არ მალავ იმას რაც ხარ ❤ მშობლებიც მიგიღებენ,დამიჯერეთ ^_^

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s