ამ წუთებში „იდენტობის“ ოფისში მე-4 ეროვნული სტუდენტური კონფერენცია მიმდინარეობს. სტუდენტები თავიანთ კვლევებს წარმოადგენენ.

ერთ-ერთი მომხსენებლმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, სალომე ღლონტმა გურიის რეგიონში ლგბტ ადამიანების მიმართ „ტრადიციული“ მამაკაცების დამოკიდებულება იკვლია.

სალომე ღლონტის თქმით, კვლევის მიზანი ლგბტ ადამიანების მიმართ დევნის დასაბუთება და და დევნის საფუძვლის გარკვევა იყო. სტუდენტი ამბობს, რომ კვლევაში მონაწილე პირები დევნის საფუძველს ვერ ასაბუთებენ.

„ლგბტ ადამიანები საქართველოში ძირითადად იდევნებიან იმ არგუმენტით, რომ ეს მიუღებელია ტრადიციებისთვის. ეს თემა ამიტომაც ავირჩიე, მაინტერესებდა, როგორ დაასაბუთებდნენ დევნის საფუძველს. როგორც ანალიზიდან გამოჩნდა, “ტრადიციულ” ადამიანებს ლგბტ თემის საწინააღმდეგო არგუმენტი, რომელიც კონკრეტულ ტრადიციას დაეფუძნებოდა, არ აქვთ”.

მეოთხე ეროვნული კონფერენცია ლგბტ საკითხებში პროექტის – “გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” – ფარგლებში ტარდება, რომელიც კანადის მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი. პროექტი მიზნად ადამიანის უფლებების სწავლების, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობის და ლიბერალური ღირებულებების განმტკიცებისთვის სტუდენტების ინფორმირებას გენდერის და სექსუალობის საკითხებთან დაკავშირებით და ამ მხრივ მათი ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s