შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის სამირა  ბაირამოვა, რომელიც 19 თებერვალს ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს, ნაპოვნია. არსებული ინფორმაციით, გოგონას სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ახლობლების თქმით, სამირა ბაირამოვა ფონიჭალაში იპოვეს. ის სამართალდამცავებმა დაკითხვაზე წაიყვანეს.

მათივე განცხადებით, სამირა ბაირამოვა მამას ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და შეხვედრის ადგილი დაუთქვა.

როგორც „17 მაისს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შეგახსენებ, რომ 19 თებერვალს 17 წლის გოგონა ფონიჭალიდან მაშინ გაიტაცეს, როდესაც სახლში ბრუნდებოდა. ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. ცნობილი ხდება, რომ ის მანქანაში რამდენიმე პირმა ძალით ჩასვა.

გოგონას პოლიცია ოთხი დღის განმავლობაში ეძებდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s