გიორგი გაბედავამ და მისმა თანამოაზრეებმა თსუ-ის წინ აქცია გამართეს. მათი მთავარი მიზანი იყო, რომ თსუ-ში არ ჩატარებულიყო გენდერის ინსტიტუტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ლგბტ საკითხების კვლევას შეეხებოდა.

აქციის ორგანიზატორის, გიორგი გაბედავას თქმით, მსგავსი კონფერენციები სახელმწიფო უნივერსიტეტში არ უნდა ტარდებოდეს, რადგან ეს საზოგადოების და საქართველოს დიდი შეურაცხყოფაა:

“ყველამ  გაიგო, რომ ეს ადამიანები თსუ-ში აღარ მოდიან, მაგრამ სამწუხაროდ გავიგეთ ისიც, რომ 3-ჯერ არის ჩატარებული მსგავსი კონფერენცია და ვაპირებთ, რომ შევხვდეთ თსუ-ის რექტორს, ლადო პაპავას და მოვთხოვოთ პასუხი, რატომ იყო ეს. ვინმე ავალებდა, ზეწოლა იყო მასზე, თუ რის გამო გაუჩნდა სურვილი, რომ თსუ-ში მსგავსი რამ ჩაეტარებინა.

საქართველოში არ არის ამის საჭიროება. არავინ არ ჩაგრავთ მათ თავიანთი ორიენტაციის გამო. მათ თუ ვინმე რამეს ეუბნება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ იქცევიან ზრდილობიანად საზოგადოებაში. მოძღვრებზე დღე და ღამე შეურაცხყოფებს წერენ და თუ ვინმემ თავისი მოძღვარი დაიცვა და ამის გამო მათ პასუხი მოთხოვა ამას ასე ნუ იღებენ, რომ ორიენტაციის გამო უსწორდებათ მათ ვინმე. ჰეტეროების ცემაც ხდება და მკვლელობებიც, მაგრამ ჰეტეროები არ გამოვდივართ და არ ვიძახით, რომ ორიენტაციის გამო ხდება ეს ამბავი. თავი დაგვანებონ, რა უნდათ. ლოგინში არავინ არ უვარდებათ, უბრალოდ ნუ აკეთებენ ამის პროპაგანდას. ეს არის გარყვნილება და ნუ გვატაკებენ თვალში თითს”, – აღნიშნა გაბედავამ.

გიორგი გაბედავას თსუ-ის რექტორთან შეხვედრა სურს, რომელთანაც გარკვეული მოთხოვნები აქვთ:

“რექტორთან მოთხოვნები მაქვს. რატომ ჩაატარა სამჯერ მსგავსი კონფერენცია. თუ ლადო პაპავა იტყვის, რომ მე მაქვს ასეთი სურვილები და მე ვარ ასეთი იდეოლოგიის ადამიანი, მაშინ მოვთხოვთ, რომ გადადგეს რადგან ასეთი იდეოლოგიის ადამიანი არ უნდა მართავდეს სახელმწიფო უნივერსიტეტს”.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ისინი აპროტესტებენ ლგბტ პროპაგანდას.

“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ლგბტ ადამიანები აპირებდნენ აქ მსვლელობის მოწყობას და მე როგორც მშვიდობიანი მოქალაქე, გამოვედი აქ აქციაზე”, – აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნანა მამაგულიშვილმა აღნიშნა, რომ კონფერენციის ჩატარებაზე უარი არა თსუ-მ, არამედ თსუ-ის გენდერის ინსტიტუტმა თქვა.

“ეს იყო თსუ-ის გენდერის ინსტიტუტის კონფერენცია. სტუდენტების კვლევების პრეზენტაცია. შესაძლოა ამ ღონისძიების პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” იყო. მას შემდეგ, რაც გაკეთდა მუქარის განცხადებები, თვითონ ინსტიტუტმა გადაწყვიტა, რომ ეს ღონისძიება გადაეტანა სხვაგან.

თუ ღონისძიება არ ემსახურება სასწავლო კვლევით მიზნებს და არც სტუდენტების ჩართულობა არ არის, არცერთი არასამთავრობო თუ სამთავრობო ღონისძიება თსუ-ში ღონისძიებას ვერ გამართავს. იმიტომ, რომ აქ რაც ტარდება, უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ კვლევას, სასწავლო პროცესს და სტუდენტების აქტივობას”, – აღნიშნა ნანა მამაგულიშვილმა.

ორგანიზაცია “იდენტობას” აღმასრულებელმა დირექტორმა, მარია დარჩიევმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებული იყო და კონფერენციის პერიოდში პოლიცია მობილიზებული იქნებოდა, თსუ-მ ღონისძიების პირველ კორპუსი ჩატარებაზე ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე უარი განაცხადა.

“თსუ-ში მაინც რომ მივსულიყავით, წინასწარ ვიცოდით, რომ დაგვხვდებოდა დახურული აუდიტორია, დაგვეკარგებოდა რამდენიმე საათი იმისთვის, რომ მოგვეგვარებინა ეს საკითხი. ცალკე იქნებოდა პროვოკატორებისგან ჩვენთვის საზიანო ქმედებები, რაც ჩაშლიდა კონფერენციას. ჩვენი მთავარი მიზანი კი იყო, რომ ეს კონფერენცია ჩატარებულიყო და პრიორიტეტი არის ამ შემთხვევაში საქმე და არა ადგილი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს კონფერენცია უსაფრთხო გარემოში “იდენტობას” ოფისში ჩაგვეტარებინა. სამწუხარო ფაქტია, რომ თსუ-მ უარი განაცხადა და აკადემიური დაწესებულება სამეცნიერო, კვლევით ღონისძიებებს მხარს არ უჭერს. სამარცხვინოა, რომ ასეთ დროსაც კი სტუდენტებს სივრცეს არ უთმობენ ”, – აღნიშნა მარია დარჩიევმა.

მისი თქმით, ორგანიზაცია “იდენტობა” მოგვიანებით მომხდართან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ კანადის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” ფარგლებში მეოთხე ეროვნული სტუდენტური კონფერენცია ლგბტ საკითხებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, 22 თებერვალს, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში უნდა გამართულიყო.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა (“თავისუფალი თაობა”) ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში გააკეთეს კონფერენციის საწინააღმდეგო განცხადება, მაყურებელს მობილიზაციისკენ მოუწოდეს, სოციალურ ქსელში შეიქმნა ღონისძიება, რომლის ფარგლებში გაჟღერდა უამრავი მუქარა ღონისძიების ორგანიზატორების, მონაწილეებისა და დამსწრეთა მიმართ, თსუ-ის გენდერის ინსტიტუტმა თსუ-ში ღონისძიების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

One Comment

  1. გაბედავას გვერდით რომ თავმოყვარე ადამიანი დადგება 🙂

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s