17 მაისის საქმეზე გამართლებული ირაკლი ბასილაიას და მასთან ერთად ბრალდებული ადამიანების სააპელაციო პროცესი მოსამართლის, მარინა  ხოლოაშვილის ავადმყოფობის გამო, გადაიდო.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებს შესავალი სიტყვები უნდა წარედგინათ. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC) კი 2013 წლის 17 მაისის საქმესთან და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება უნდა წარედგინათ.

 სხდომა 22 მარტს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო 2013 წლის 17 მაისის საქმეზე ბრალდებული მამა იოთამი, იგივე ირაკლი ბასილაია და მასთან ერთად ბრალდებული პირები, ტიტალ დავრიშიანი, ბექა სალუქვაძე და გიორგი ბასიაშვილი სასამართლომ სრულად გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა 2015 წლის 23 ოქტომბერს მიიღო.

ბრალდებულების წინააღმდეგ გამოძიება 161-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ, ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ხელის შეშლას გულისხმობს.

17 მაისის აქციასთან დაკავშირებით საქმის წარმოება თავდაპირველად ხუთი პირის მიმართ დაიწყო. მოგვიანებით არქიმანდრიტ ანთიმოზზე, იგივე თამაზ ბიჩინაშვილზე სამართალწარმოება შეწყდა.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s