ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მთავრობის მიერ ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიებებთან მიმართებით შემუშავებული პოლიტიკა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შემუშავებულ მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამები შეისწავლა.

IDFI ამბობს, რომ საქართველოში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მხარდაჭერის სათანადო პირობების შექმნას და საჭიროებს გაუმჯობესებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ფართოდ გამოყენებული ოჯახის ფინანსური დახმარების ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ბავშვისმზრუნველობასთანდაკავშირებული ხარჯების დაფარვაში მხარდაჭერა და საგადასახადო შეღავათები.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათი გამოთვლებით, რეგიონებში ფაქტობრივად მცხოვრები ბავშვების დახმარებისთვის ყოველწლიურად 38 მილიონი ლარი არის საჭირო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ყოველ მე-3 და შემდგომ ბავშვზე დაწესდება ერთჯერადი ფინანსური დახმარება (მე-3 ბავშვი 800 ლარი, მე-4 ბავშვი 1000 ლარი, მე-5 და შემდეგი ბავშვი 1500 ლარი) აღნიშნულისათვის დამატებით საჭიროა დაახლოებით 10 000 000 ლარი.

დღეს მოქმედი პროგრამით, ფულადი დახმარების მიღების უფლება მხოლოდ იმ რეგიონებში ფაქტობრივად მცხოვრებ ბავშვებზე ვრცელდება, სადაც წინა მე-2 და მე-3 წელს არ წლიური მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი ვლინდება, რაც იმ ოჯახებს, რომლებიც აღნიშნულ რეგიონში არ ცხოვრობენ, არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს.

IDFI-მ ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობებიდანაც გამოითხოვა და თქვა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი ბიუჯეტიდან მრავალშვილიანების დახმარების მნიშვნელოვნად განსხვავებული სტანდარტი არსებობს. მთელ რიგ ადგილობრივ თვითმმართველობებში (მაგალითად: დმანისი, საგარეჯო, ქარელი, ჭიათურა, თერჯოლა, ბაღდათი, თიანეთი, მცხეთა, გარდაბანი) 2015 წლის მდგომარეობით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ცალკეული პროგრამა საერთოდ არ გააჩნიათ.

ასევე, ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში შობადობის მაჩვენებლის გარკვეული დადებითი ტენდენციები შეინიშნება, დემოგრაფიულ საკითხებში ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება. ვარაუდი გამყარებულია იმ მოსაზრებით, რომ 2017-2018 წლებიდან  ქორწინებისა და რეპროდუქციული პოტენციალის ასაკში შევა 90-იან წლებში დაბადებული მოსახლეობა, როდესაც საქართველოში შობადობა ძალიან დაბალი იყო.

IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციების იმპლემენტაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და ასახოს ისინი სტრატეგიულ დოკუმენტში.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s