Amnesty International-ის ადამიანის უფლებების 2015 წლის ანგარიშში საქმე “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”მოხვდა. ანგარიშში გასული წლის ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობაა შეფასებული.

“12 მარტს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”დაადგინა, რომ 2012 წელს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მსვლელობის მონაწილეთა უსაფრთხოება პოლიციამ ვერ უზრუნველყო, რაც შეიცავდა დისკრიმინაციის ნიშნებს და დაარღვია მონაწილეთა შეკრების თავისუფლების უფლება”- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ეხება იდენტობას მიერ თბილისში 2015 წლის 17 მაისის მშვიდობიანად აღნიშვნასაც.

“ხელისუფლებამ უარი თქვა ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მანამ, სანამ ის სპეციალურ ადგილას, წინასწარი საჯარო გამოცხადების გარეშე არ ჩატარდა”.

ანგარიშში საუბარია 2013 წლის 17 მაისის საქმეზეც.

“23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე გაათავისუფლა 4 ადამიანი, რომლებსაც ბრალად 2013 წლის IDAHOT-ის მსვლელობის დარბევა ედებოდათ ბრალად. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანების იდენტიფიცირება აქციის ფოტო და ვიდეო გადაღებიდან იყო შესაძლებელი. მეხუთე მამაკაცი, რომელიც ასევე იდენტიფიცირებულია, მანამდე გაათავისუფლეს. ათობით ადამიანმა მიიღო თავდასხმაში მონაწილეობა, თუმცა არცერთი არ არის პასუხისგებაში მიცემული” – ნათქვამია ანგარიშში. 

Amnesty International-ი ყურადღებას ამახვილებს ასევე ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბრალდებულს სხვა ტრანსგენდერი ქალის ცემის გამო და საბი ბერიანის სახლის დაწვის გამო 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. იქვე აღნიშნულია, რომ სასამართლომ მკვლელობა თავდაცვის აქტად შეაფასა და იგი შესაბამისი ბრალდებისგან გაათავისუფლა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s