თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის “უნივერსიტეტი” მთავარი რედაქტორი, ნინო კაკულია “ფეისბუქში” თავისი ჰომოფობიური შინაარსის განცხადებისთვის ბოდიშს იხდის.

კაკულია ამბობს, რომ ის შეცდომაში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა შეიყვანეს.

“საჯაროდ მინდა დიდი ბოდიში მოვიხადო იმ უცენზურო სიტყვებისთვის, რომელიც ჩემს კომენტარში გამოქვეყნდა უნივერსიტეტში გასამართი კონფერენციის შეფასებისას, რომლის თემაც იყო “ლგბტ-სადმი ახალგაზრდებში მგრძნობელობის გაზრდა”. აქვე მინდა განვმარტო ჩემი შეცდომის მიზეზი: როდესაც კონფერენციის თემის სათაური გახდა ცნობილი, უნივერსიტეტის უამრავმა პროფესორ-მასწავლებელმა და სტუდენტმა მომმართა და მოიხსენია ეს კონფერენცია ისეთი სიტყვებით, რომელთა განმეორებაც მე აღარ მინდა. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მე ამ ზარების გავლენის ქვეშ მოვექეცი და ემოციური კომენტარი დავწერე, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს. ერთი მეტაფორა მინდა მოვიშველიო – დამემართა მძღოლის სინდრომი, როდესაც იგი უცენზურო სიტყვებით იძლევა რეაქციებს სხვადასხვა საგზაო შემთხვევისას…” – წერს კაკულია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის “უნივერსიტეტი” მთავარი რედაქტორი სოციალურ ქსელში გენდერის ინსტიტუტისა და ორგანიზაცია “იდენტობას” ერთობლივი კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებით ჰომოფობიური შინაარსის კომენტარს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოზობისა და ამორალობისადმი მგრძნობელობის გაზრდაზე სხვა სივრცეში უნდა ისაუბრონ”.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s