ბერლინში სირიელი ლგბტ ლტოლვილებისთვის თავშესაფარი გაიხსნა.

ევრონიუსის ცნობით, პროექტი ორგანიზაციამ Schwulenberatung Berlin ქალაქის მერიასთან ერთად შეიმუშავა. თავშესაფარი 120 ადამიანის მიღებას შეძლებს.

თავშესაფრის გახსნის ინიციატორების თქმით, ლგბტ ადამიანებს იმ ჰოსტელებში, სადაც მათ ცხოვრება უწევთ, ავიწროებენ, ხშირად კი საცხოვრებლის დატოვებასაც აიძულებენ.

“ისინი ლტოლვილები არიან, ისევე როგორც სხვები, მაგრამ ამავდროულად იზოლირებულები. მათ მრავალი ძალადობა აქვთ გამოცდილი. თავდაპირველად ფსიქოლოგიური ზეწოლით იწყება, შემდეგ სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზრდება, საბოლოოდ კი ფიზიკურ ძალადობამდე მიდის და ბევრ შემთხვევაში მკვლელობითაც მთავრდება”, – ამბობს შტეფან ჯეკელი, ბერლინის ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ლტოლვილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

40 წლის გეი, სირიელი ლტოლვილი, მაჰმუდ ჰასინო მიიჩნევს, რომ თავშესაფარი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იმ ლგბტ ადამიანების მდგმარეობას, რომლებიც მსგავსი მოპყრობის გამო იტანჯებიან.

Associated Press-ის ცნობით, ლგბტ მიგრანტებს ცუდად უმეტესად სხვა ლტოლვილები ეპყრობიან, რიგ შემთხვევებში კი ისინი ჩაგვრის მსხვერპლნი დაცვის სამსახურებისა და თარჯიმნების მხრიდან ხდებიან.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s