თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის “უნივერსიტეტი” მთავარი რედაქტორი სოციალურ ქსელში გენდერის ინსტიტუტისა და ორგანიზაცია “იდენტობას” ერთობლივი კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებით ჰომოფობიური შინაარსის კომენტარს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოზობისა და ამორალობისადმი მგრძნობელობის გაზრდაზე სხვა სივრცეში უნდა ისაუბრონ”.

12734247_1270372302978858_4042852587870680046_n - Copy 1

“17 მაისი” დაუკავშირდა ნინო კაკულიას, რომლმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გაკეთება აღარ ისურვა.

“ახლა გავიგე, რომ თსუ-ში ამ თემაზე არავინ არ ლაპარაკობს და მეც აღარ ვილაპარაკებ. ზოგჯერ თქმა ჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ეს არის ჩემი პასუხი”, – აღნიშნა ნინო კაკულიამ.

ლიბერალთან საუბარში კი აღნიშნავს, რომ ლგბტ საკითხებისადმი მგრძნობელობის გაზრდა “ბოზობისა და ამორალობისადმი მგრძნობელობის გაზრდად” არ მიაჩნია. იგი განმარტავს, რომ “ბოზობა” ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვა იყო და სინამდვილეში ამას არ გულისხმობდა.

თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნანა მამაგულიშვილმა “17 მაისს” განუცხადა, რომ აღნიშნული კომენტარის შინაარსს არ გაცნობიან რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ამიტომ ჯერჯერობით ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან გააკეთა განცხადება საჯარო სივრცეში. უნივერსიტეტი დისკრიმინაციულ განცხადებებს ემიჯნება.

წინასწარ ვერ გეტყვით, მსგავსი განცხადების გამო მიიღებს თუ არა ეს ადამიანი გაფრთხილებას ან რაიმე ტიპის სანქციას. ჯერ შესაბამისი დეპარტამენტი უნდა გაეცნოს და განიხილოს და ამის შემდეგ გამოიტანოს გადაწყვეტილება.”, – აღნიშნავს ნანა მამაგულიშვილი.

შეგახსენებთ, რომ კანადის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” ფარგლებში მეოთხე ეროვნული სტუდენტური კონფერენცია ლგბტ საკითხებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, 22 თებერვალს, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში უნდა გამართულიყო.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა (“თავისუფალი თაობა”) ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში გააკეთეს კონფერენციის საწინააღმდეგო განცხადება, მაყურებელს მობილიზაციისკენ მოუწოდეს, სოციალურ ქსელში შეიქმნა ღონისძიება, რომლის ფარგლებში გაჟღერდა უამრავი მუქარა ღონისძიების ორგანიზატორების, მონაწილეებისა და დამსწრეთა მიმართ, თსუ-ის გენდერის ინსტიტუტმა თსუ-ში ღონისძიების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s