ანტირეტროვირუსული პრეპარატიანი სილიკონის რგოლის ვაგინაში გაკეთება შიდსით დაინფიცირების ალბათობას 61%-ით ამცირებს. ის პირველად აფრიკაში გამოსცადეს.

ვაგინალური რგოლი კვლევის, ASPIRE-ის ერთ-ერთი ნაწილია, რომლის მიზანიც ანტირეტროვირუსული წამლის, დაპრივინის შიდსის პრევენციისთვის გამოყენებაა. ექსპერიმენტში მონაწილეობას მალავიში, სამხრეთ აფრიკაში, უგანდასა და ზიმბაბვეში მცხოვრები 18-დან 45 წლამდე 2,600 არაინფიცირებული ქალი იღებდა. ყველა მათგანის შემთხვევაში შიდსით დაინფიცირების ალბათობა დიდი იყო.

Silicone-vaginal

ყველა მონაწილეს დაურიგეს დაპრივინიანი რგოლი ან პლაცებო, რომლებსაც ყოველ 4 თვეში ცვლიდნენ.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვაგინალური რგოლი შიდსით დაავადების რისკს 37%-ით ამცირებს.

25 წელს ზემოთ ქალების მონაცემების განცალკევებით გაანალიზების შემდეგ შიდსის პრევენციის მაჩვენებელი 61 %-მდე გაიზარდა.

მკვლევრების აზრით, 25 წელს ქვემოთ ქალები ვაგინალურ რგოლს ნაკლები სიხშირით იყენებდნენ, რამაც შესაძლოა პრევენციის საერთო მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა.

სილიკონის ვაგინალური რგოლი შიდსის პრობლემას სრულად არ გადაჭრის, თუმცა იგი პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხია განსაკუთრებით იმ რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის, სადაც პრეზერვატივებს დიდი სიხშირით არ მოიხმარენ. მკვლევრები განაგრძობენ ვაგინალური რგოლის ეფექტურებოს შესწავლას. მათთვის კვლავ გამოწვევად რჩება 25 წლამდე ასაკის ქალებში რგოლის გამოყენების სიხშირე.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

One Comment

  1. Iyideba saqartveloshi?

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s