ქალთა მოძრაობა 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანი გოგო ქორწინების მიზნით “მოიტაცეს”. ქალთა მოძრაობა მოუწოდებს შსს-ს, სრულად და ობიექტურად გამოიძიოს შემთხვევა და შესაბამისად მოახდინოს რეაგირება.

“მიგვაჩნია, რომ არასრულწლოვანი გოგონების უფლებრივი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა საქართველოში, სახელმწიფოს რეაგირება კი არასაკმარისი და სუსტი.

ხშირად გატაცების შემთხვევაში გამოძიება წყდება, ვინაიდან გატაცებულ გოგონაზე მოძალადის მხრიდან ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის შედეგადაც გოგონა ამბობს, რომ ნებაყოფლობით შევიდა ქორწინებაში და უკანონო თავისუფლების აღკვეთა არ მომხდარა. მოვითხოვთ, სამირა ბაირამოვას საქმის ობიექტურ გამოძიებას. აუცილებელია სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გენდერულად მგრძნობიარე მიდგომა გამოიჩინონ და თავიდან აიცილონ სამირა ბაირამოვაზე და მის ოჯახზე დამნაშავეების მხრიდან ზეწოლა. გოგონებისათვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ყველა შემთხვევა უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, რათა შეწყდეს გოგონებზე ძალადობის ეს მავნე პრაქტიკა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამირა ბაირამოვას გატაცების ბრალდებით რუსეთის ფედერაციის არასრულწლოვანი მოქალაქე დააკავეს. 17 წლის სამირა ბაირამოვა 19 თებერვალს ფონიჭალიდან 4-მა მამაკაცმა მაშინ გაიტაცა, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა. პოლიცია სამირა ბაირამოვას ოთხი დღის განმავლობაში ეძებდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s